კაპიტანი: ანა იაკობაძე

წევრების მიერ შესრულებული სამუშაოები: ჩვენ პირველი დავალების მიღებისთანავე დავიწყეთ მასზე მუშაობა. ვუყურეთ ვიდეოს, შემდეგ კი განვიხილეთ თითოეული ვარიანტი ყველამ ცალცალკე. ყველამ გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი სავარაუდო პასუხები, ვიფიქრეთ და ვიმსჯელეთ მათზე, გადავამოწმეთ პასუხი სახელმძღვანელოში “კიბერდანაშაული” და ამ ყველაფრის საფუძველზე შევჩერდით ერთ პასუხზე. პასუხების დაფიქსირების შემდეგ დავიწყეთ ბონუს დავალებებზე მუშაობა, თუმცა ჯერ არცერთი არ შეგვისრულებია.

სირთულეები: ჯერ-ჯერობით მნიშვნელოვანი პრობლემა არ შეგვქმნია, თუმცა რაღაც სირთულეები მაინც გვქონდა. ერთ-ერთი ჩვენი ჯგუფელი შემთხვევით გავიდა ჯგუფიდან, შემდეგ კი უკან მისი დაბრუნება ვეღარ მოვახერხეთ

😅

, მაგრამ დავუკავშირდით პროექტის ხელმძღვანელებს და ისინი დაგვეხმარნენ.

მიღწევები: თითოეულმა ჩვენგანმა სწორად გასცა პირველ დავალებას პასუხი და ავიღეთ მაქსიმალური ქულა.