გიორგი სანიკიძე

ეს ისტორია თავად მე გადამხდა,თანაც სამწუხაროდ რამდენჯერმე. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კავშირი მქონდა   იმ დანაშაულთან, რაშიც მდებდნენ ბრალს. ჩემს  ტელეფონს პრობლემები აქვს მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით,ხშირად ჭედავს და ეკრანი ტელეფონის კარგად არ ფუნქციონირებს, რის გამოც მუდამ ვფრთხილობ და ვცდილობ რომ რაიმე არ შემეშალოს ტელეფონით სარგებლობისას.ახლა კი ის ამბავი რომელიც მე გადამხდა თავს დაახლოებით 3 წლის წინ. ერთ დღეს,საღამო ხანს გადავწყვიტე ჩემს ტელეფონში Google-ის აპლიკაციით მესარგებლა რათა ფილმებისთვის მეყურებინა.როდესაც  Google-ის აპლიკაციას დავაჭირე თითი   ჩვეულებრისამებრ ველოდი დიდხანს მის გახსნას რადგან ტელეფონი ჭედავს ხშირად.ბევრი ვირუსი გამოგზავნილა ჩემს Google-ის სისტემაში  მაგრამ რაც მაშინ მოხდა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ცოტა არიყოს დამზაფრა.როდესაც გავხსენი აპლიკაცია და ავკრიფე ინტერნეტ საიტი კერძოდ Adjaranet.com, რათა ფილმებისთვის მეყურებინა მოულოდნელად სხვა ვებ-გვერდი გაიხსნა, სადაც  გამოჩნდა რომ შეტყობინებას მიგზავნიდა  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ბრალი მედებოდა პორნოგრაფიული საიტების ვიზიტებისა და მსგავსი სრულიად ამაზრზენი მასალის გავრცელებაში,რომელიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულ მასალას შეიცავდა და მაჯარიმებდნენ 50 ლარით თუ უფრო მეტით ზუსტად არ მახსოვს, იმდენად შევძრწუნდი ასეთი ფაქტით რომ თანხისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.მგონი უფრო მეტი თანხა მქონდა ვითომ გადასახდელი ჯარიმის სახით.რა თქმა უნდა მივხვდი რომ,ეს იყო კიბერდანაშაულის ერთ-ერთი სახე, რითიც ჩემი მოტყუება სურდათ თაღლითობის გზით.მითუმეტეს მსგავს საიტებს არ ვრთავ, რადგანაც ჩემთვის ეთიკურად მიუღებელი და ყოვლად ამაზრზენია მსგავსი რამეები,თანაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ასეთი სახით არამგონია გამოეგზავნა შეტყობინება ჩემთვის მართლაც რომ ვყოფილიყავი დამნაშავე მსგავს რამეში.რომელი მუხლით მქონდა წაყენებული ბრალდება არ დავაკვირდი რადგან ვიცოდი რომ ყოველივე ეს იყო მონაგონი და სრული უაზრობა. მე ვფიქრობ რომ მსგავს შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო უფრო  მოწესრიგებულად მოქმედებს ვიდრე ამ შეტყობინების გამომგზავნი ადამიანი ან იქნებ ჯგუფი.თუ ადამიანს,კერძოდ არასრულწლოვანს თუ მსგავს რამეში მიუძღვის ბრალი თანაც დასაბუთებულად სამინისტრო ქმნის ოპერატიულ ჯგუფს რომელიც მუშაობს ამ საქმეზე ვინაიდან არასრულწლოვანთან აქვთ შეხება  გაიგებენ ამ მოზარდის მისამართს და თან ფსიქოლოგის თანხლებით  მივლენ მასთან და მის ოჯახთან, ასევე მოზარდის მშობლებს დაუკავშირდებიან.აქ კი პირდაპირ თანხის გადახდას ითხოვდნენ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი დაპატიმრება იქნებოდა სასჯელი. მაშინ მე გახლდით 13 წლის  და ვინაიდან მსურს მომავალში ჩემი პროფესიული საქმიანობა დავუკავშირო საქართველოს სისხლის სამართლის ძალოვან სტრუქტურებს და კერძოდ გავხდე გამომძიებელი, ჩახედული ვარ მსგავს საკითხებში და პატარაობიდანვე ვსწავლობ მსგავს რამეებს. მოზარდი  კი კანონმდებლობის მიხედვით 14 წლიდან აგებს პასუხს მის ქმედებებზე რომელიც კანონსაწინააღმდეგოა.საბოლოო ჯამში მე ამ სატყუარაზე არ წამოვეგე და მსგავსი შეტყობინება ვუგულებელყავ და გამოვრთე იგი.როგორც ველოდი არაფერი მომხდარა და კიბერდამნაშავეებმა ვერაფერი შესძლეს ჩემთან მიმართებაში და ვერ დამტყუეს თანხა.