კაპიტანი: გიორგი სანიკიძე

წევრთა რაოდენობა: 5წევრების მიერ შესრულებული სამუშაოები: კვირის განმავლობაში ჩვენი გუნდი გაეცნო დავალებას,შევისწავლეთ თითოეული დეტალი კარგად,ვიდეოს გულდასმით ვუყურეთ რამდენჯერმე,თითოეულ დეტალს ვაქცევდით ყურადღებას.პროგრამა Teams-ის მეშვეობით ონლაინ შეკრება გვქონდა.თითოეულმა ჩვენი აზრი გამოვხატეთ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.განვიხილეთ და ვივარაუდეთ დანაშაულის ჩადენის ხერხები,ასევე გავეცანით გ.ს.დ.-ს თითოეული თანამშრომლის ბიოგრაფიას.შევაფასეთ ისინი.კონკრეტულად ამ კვირაში მსჯელობა გვქონდა ნ.ო-ზე.შევისწავლეთ მისი სამუშაო გამოცდილება და განათლება,რის მიხედვითაც გაგვიმარტივდა დავალების შესრულება.გავეცანით ელექტრონულ წიგნს ,,კიბერდანაშაული” და ამოვხსენით დავალება და გადავჭერით პრობლემა.ასევე უფრო შორსაც წავედით და დავიწყეთ მსჯელობა ნ.ო. იყო თუ არა სინამდვილეში გ.ს.დ.-ში ჩანერგილი აგენტი.გუნდმა საბოლოოდ 4 ქულა მოიპოვა.

სირთულეები: სირთულე თავიდან იყო ის რომ, ერთმანეთს არ ვუსმენდით, რადგან თითოეულ ჩვენგანს სურვილი გვქონდა საკუთარი წვლილი შეგვეტანა დავალების შესრულებაში, რათა გუნდისთვის  ძალზედ საჭირო და მნიშვნელოვანი ქულები მოგვეპოვებინა.მაგრამ სწრაფადვე მოვახერხეთ კონცენტრაცია უშუალოდ დანაშაულზე და დროული მობილიზება მოვახერხეთ .სირთულე იყო ასევე ის რომ, სხვადასხვა პროგრამით მოგვიწია დაკავშირება და დრო დავკარგეთ,ყოველივე ეს ინტერნეტის არახარისხიანი წვდომით იყო გამოწვეული.პირადად მე,კაპიტანმა დავუშვი შეცდომა,ვიჩქარე პასუხის გაგზავნა, რომელიც არასწორი გამოდგა და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ქულა დავკარგე,რაც ჩემი ბრალი იყო.მაგრამ გუნდმა მოვახერხეთ მობილიზება და სწორ პასუხამდე მივედით. საბედნიეროდ გუნდის 4-მა წევრმა  სწორად უპასუხა დავალებას.

მიღწევები: ჩვენმა გუნდმა მიაღწია ბევრ რამეს.კერძოდ, ვისწავლეთ ერთმანეთის აზრის გათვალისწინება,ყურადღებით მოსმენა,ვისწავლეთ რომ თითოეული ვარიანტი უნდა განვიხილოთ კარგად და კონკრეტულ ვერსიას არ დავუთმოთ ძალზედ დიდი დრო.მე პირადად ვისწავლე რომ,სიჩქარე არ არის სასარგებლო   და უნდა გამეთვალისწინებინა გუნდის წევრების აზრი პასუხის გაგზავნის დროსთან დაკავშირებით.მაგრამ გუნდის წევრები გვერდში დამიდგნენ და დავალების ამოსახსნელად ახალი ვერსიები შევიმუშავეთ.ბევრი რამ ვისწავლეთ კიბერდანაშულის სახეების შესახებ და როგორ უნდა დავიცვათ თავი კიბერშეტევებისგან.ვისწავლეთ რომ, ვიყოთ უფრო ყურადღებიანები და უფრო შევიკრათ უნდა გუნდურად.საბოლოოდ 4 ქულა მოიპოვა გუნდმა.მაგრამ იმედი გვაქვს მალევე დაწინაურდება ჩვენი გუნდი და გადაინაცვლებს მოწინავე პოზიციებზე.