კაპიტანი: თემური ასათიანი

წევრთა რაოდენობა: სულ 5 წევრი
წევრების მიერ შესრულებული სამუშაოები: “თამაში დაიწყო!” პირველი დავალება ემოციური აღმოჩნდა ჩვენთვის. მიუხედავად შეცვლილი ფორმატისა, არ შეცვლილა დამოკიდებულება და ის “სული” , რომელიც ამ თამაშს ახასიათებს. თამაშის დაწყებამდე გუნდი, სამართალდამცავისა და მასწავლებლის მონაწილეობით, შევკრიბე მოსამზადებელ შეხვედრაზე, სადაც განხილული იქნა თუ რა სტრატეგიით ვიმოქმედებთ მთელი თამაშის განმავლობაში, რომ ყველა დავალება უნაკლოდ შევასრულოთ და ყოველთვის მოწინავე ადგილას ვიყოთ. პირველი დავალების მოსვლისთანავე გუნდი შევკრიბე მსჯელობისთვის და ამის დამსახურებით სწორი პასუხიც ამოვიცანით. გუნდის ყველა წევრი აქტიურად ვართ ჩართული თამაშში და გადანაწილებული გვაქსვ ფუნქციები. ორგანიზებულად ვმოქმედებთ და ყველა დეტალი განსაზღვრული გვაქვს. ამ 2 დღის განმავლობაში, გუნდის მუშაობის შედეგად, უკვე გავამზადეთ 3 ბონუს დავალების პასუხიც და ისევ დაუღალავად ვმუშაობთ სხვა დავალებების შესასრულებლად.

სირთულეები: მთავარი სირთულე არის ის, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არ გვაქვს უშუალო კონტაქტი ერთმანეთთან. მართალია დღევანდელობაში ბევრი საშუალებაა კომუნიკაციის, თუმცა უშუალო დამოკიდებულებას ვერაფერი შეცვლის. ასევე გვქონდა პრობლემა google drive-ში გამოკითხვის ჩატარებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პრობლემაც მალევე მოვაგვარეთ და საკმაოდ საინტერესოდაც გავართვით თავი.

მიღწევები: არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ზოგადად თქვენი თამაშის წყალობით ჩვენმა გუნდმა, “სამართალდამცავ-1”-ში, ძალიან ბევრს მიაღწია და სწორედ ამის შედეგია, ახალ ეტაპზე, ჩვენი ასეთი გუნდურობა. ძირითადი დავალების სწორად შესრულებისთვის მივიღეთ 5 ვარსკვლავი. ასევე ჩვენი მიღწევაა სწორი სტრატეგიის შერჩევა, რომლითაც ვმოქმედებთ და ვაპირებთ ამ სტრატეგიით გამარჯვებას! ყველა გუნდს ვუსურვებ წარმატებას! გიზიარებთ მუშაობის ამსახველ ფოტოს