თემურ გერაძე

იმ ამბის გახსენება, რომელიც ახლა უნდა გიამბოთ, ჩემთვის საკმაოდ რთულია, რადგან ეს არის ისტორია, რომლის გახსენებაც ყოველთვის გარკვეულ ტკივილთან ასოცირდება. საქართველოში ბავშვები, სამწუხაროდ ხშირად მატერიალურად რთულ სიტუაციაში არიან, რის გამოსასწორებლადაც ისინი სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. ჩემი მეგობარი, კლასელი, რომელთან ერთანაც უკვე თერთმეტი წელი ერთ საკლასო ოთახში ვზივარ, მატერიალურად საკმაოდ რთულ სიტუაციაში გახლდათ. მამა გარდაეცვალა, დედა და პატარა ძმა ჰყავდა. იმის გამო, რომ დედა ავადმყოფი იყო ვერ მუშაობდა და ოჯახი სახელმწიფოს დახმარების ხარჯზე ცხოვრობდა, თუმცა თანხის დიდი ნაწილი მედიკამენტბში იხარჯებოდა. ბუნებრიბია ამან გ.ლ ზე ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა როცა გ.ლ-ს ძალიან გაუჭირდა, მან ერთი მეტად სახიფათო გზა მოძებნა (ამ ყველფრიდან  გამოსავალი ამით იპოვა ) რომლის შესახებაც ქვემოთ გიამ

-გაკვეთილზე ვისხედით მასწავლებელმა გ.ლ-ს კითხვა დაუსვა თუმცა დაბნეულობისგან არც კი გაუგონია, როცა ადამიანს 10 წელია იცნობ, მარტივად ხვდები როდის რაზე ფიქრობს ხოლმე.
გიორგი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ბავშვი იყო ჩვენს კლასში, განსაკუთრებით მათემატიკა იცოდა და ყოველთვის ამბობდა, რომ მოაგროვებდა თანხას და აუცილებლად გახდებოდა კომპიუტერების სპეციალისტი.

გაკვეთილის შემდეგ მასთან მივედი. პირდაპირ და თამამად  ვუთხარი:
– აბა დაიწყე
გამიღიმა.
– შენ ჰო ვერაფერს გამოგაპარებს კაცი რააა…
– თუ რამით შემიძლია დახმარება, ხომ იცი, რომ ყოველთვის ვეცდები?!
(იმ წამს მივხვდი რომ გ.ლ-ს  მატერაილურ დახმარებაზე მეტად თანამოაზრე სჭირდებოდა ვინ გაუგებდა და აუხსნიდა)
– კი, მაგრამ
– არავითარი მაგრამ. რაღაც იდეა გაქვს, აბა დაიწყე.
– თემო, იცი, რომ თანხა მჭირდება, დახმარება დედას მკურნალობაში იხარჯება და საკვების ფული არ გვრჩება. იცი, რომ კომპიუტერულ ტექნიკაში ძლიერი ვარ. მიჭირს თქმა. გაჩუმდა.
– მეგობრები სწორედ იმისთვის არიან, რომ მოისმინონ ის, რისი თქმაც გიჭირს.
– კარგი, შემიძლია სხვისი პირადი ინფორმაციის მოპოვება და შემდეგ შანტაჟით ფულის შოვნა.

ამის მოსმენა ზედმეტად რთული იყო ჩემთვის და ყოველთვის როცა ვიხსენებ იგივე ემოცია მაქვს ხომე, როგორც პირველად.

არც მიფიქრია პირდაპირ დავიწყე ახსნა თუ რას ჩადიოდა  და ვეუბნებოდი:
– ეგ დანაშაულია, თან რამდენიმე მუხლს არღვევ გ. პირველ რიგში მორარულად ჩადიხარ დანაშაულს. მე ამაას ვერ გაგაკეთებინებ. იცი რამდენად მნიშვენლოვანია ჩემთვის სამართლებრივი ნორმების დაცვა  ამაზე წინ არაფერს ვაყენებ და ამის უფლებას არ მოგცემმეთქი, მთელი დღე ველაპარკებოდი და ვუხსნითი რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს, ისიც მისმენდა. იცი , ეს რაც მაქვს აიღე, (ოცდახუთი ლარი მქონდა) ცოტა რამ იყიდე და შევეცდები დაგეხმარო. გთხოვ არ ჩაიდინო კიბერ გზით დანაშაული, ამით სხვის უფლებებს არღვევ, საქართველოს კანონმდებლობის მინიმუმ სამ მუხლს. არა, არ ქნა ეს და აუცილებლად ვიპოვით რამე სხვა უფრო ჰუმანურ გზას.
– მადლობა.

მიჭირდა გამეზარებინა რას ჩადიოდა და რამხელა რისკებთან ასოცირდებოდა ეს  საქმე.
იმ დღეს ყველა ჩემ კლასელთან მივედი, სიტუაცია ჯერ მათ, შემდეგ კი მათ მშობლებს გავაცანი. სულ ოცდაერთი ბავშვი, ოცდაერთი მადლობა მივიღე. იდეამ გაამართლა. დაახლოებით 400 ლარი შევაგროვეთ და გიორგის გადავეცდით.იმ დღეს ყველაზე ბედნიერი ვიყავი, თუმცა მედლის ორმა მხარემ აქაც იჩინა თავი. გამახსენდა ხალიდ ჰოსეინის სიტყვები: ,, ავღანეთში ბავში ბევრია ბავშვობა კი ცოტა” სამწუხაროდ გ.ლ -ს შემთხვევაშიც ასეა.
რამდენიმე დღის შემდეგ, სამოქალაქო გაკვეთილის შემდეგ, ჩვეულებრივად გარეთ გავდიოდით, როცა მასწავლებელმა გაგვაჩერა მე და გიორგი და გვითხრა.
– არაფერი არ გააკეთოთ მანამ სანამ მეგობარს არ კითხავთ აზრს. არა, გ.ლ თავი არ დახარო, რადგან შენ ჩემს თვალში გმირი ხარ, გმირი რომელიც საკუთარი ოჯახის კეთიდღეობისათვის ყველაფერს გააკეთებს. თუმცა ამ დღიდან მინდა კარგად გაიაზრო შენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მსგავსზე ფიქრიც კი არ გაბედო. თემო, მადლობა.
იცით, კულტურის ცენტრს დავუკავშირდი და ხომ იცით ორი კვირის წინ ,,კუკარაჩა” რომ  დავდგით, ის უნდა გავიტანოთ და არ შემარცხვინოთ. (გაიცინა)
და კიდევ, ის თანხა რაც შემოვა, შენია. კარგი აბა გაიქეცით, კუკარაჩა და მურტალო. (როლები ასე გვქონდა გადანაწილებული)
– ძალიან დიდი მადლობა მას.
– მადლობა თქვენ.
გ.ლ-ს  სამსახიობო ნიჭით მოხიბლული ხალხი ტაშს უკრავდა, ფარდა სადაც იყო დაიხურებოდა, გ.ლ-ს გავხედე, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. გ.ლ-ს  მის მერე მსგავსზე არც უფიქრია და იმ დღის მერე მას ყველაზე კარგად ესმის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მთავარია იპოვო სწორი გამოსავალი დაეხმარო, აუხსნა და ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ საქრთველოს მოქალაეებს შეგვეფერება.
კონფუციმ თქვა:შეეცადე ოდნავ კეთილი იყო და თავად დაინახავ რომ ცუდის გაკეთებას ვეღარ შეძლებო.