მარიამ ლუკაშვილი

კიბერდანაშაული? არის, გარკვეული საზოგადოება, რომელთაც, ამ ტერმინის შესახებ არც კი სმენიათ, რასაც თქვენზე, ანუ “სამართალდამცავი”-ს მოთამაშეებზე ვერ ვიტყვი.
ალბათ,უკვე მიხვდით კიდეც, რომ ჩემი დღევანდელი ბლოგი, კიბერდანაშაულს ეხება. არიან ადამიანები რომელთაც შეხება ქონიათ, კიბერდანაშაულთან, მსხვერპლიც გამხდარან და ასევე აღმოუფხვრავთ კიდეც.
ამასთან დაკავშირებით, მინდა ერთი ამბავი გიამბოთ, და პირადი გამოცდილება გაგიზიაროთ.
—- ამბავი, რომელიც გადამხდა, და ჩემი პირადი გამოცდილება.
შარშან, მომივიდა ესემესი, ყალბი ექაუნთიდან სახელით Prime TV.
ესემესის შინაარსი, მდგომარეობდა იმაში რომ მიწვევდნენ გასაუბრებაზე. ესემესის ქვემოთ კი, იყო მითითებული ნომერი, რომელზეც დაინტერესების შემთხვევაში უნდა დამერეკა. გადავედი ამავე Facebook-ის გვერდზე,
რომელზეც მხოლოდ ერთი ფოტო ედოთ. შევამჩნიე, რომ საერთო მეგობრებში ჩემი რამდენიმე ნაცნობი იყო. მივწერე, და ვკითხე იცოდნენ თუ არა რამე ამ ექაუნთის შესახებ. მათ კი მითხრეს რომ Fake გვერდი იყო,
იტყუებოდნენ და დამებლოკა,ან ყურადღება არ მიმექცია. ამის გაგების შემდეგ დავეჭვდი, და ამ ამბავში უფრო ჩაღრმავება დავიწყე. ვკითხე, თუ სად, რომელ ქალაქში და რომელ ქუჩაზე, მივსულიყავი გასაუბრებაზე. მითხრეს, რომ Prime TV-ს
ოფისი კაჭრეთში მდებარეობდა და მითითებულ თარიღზე, მითითებულ დროს უნდა მივსულიყავი. უსაფრთხოების მიზნით და მათ ნათქვამში დასარწმუნებლად, მათ მიერ მოწვდილი ინფორმაცია დავგუგლე. აღმოჩნდა,
რომ არანაირი Prime TV-ს ოფისი არ არსებობდა კაჭრეთში, და ეს მხოლოდ ცრუ ინფორმაცია იყო. რაც “ფიშინგი”ზე მიგვანიშნებდა. როცა მიხვდა, რომ ტყუილში გამოვიჭირე რამდენიმე ესემესზე დამ-seen-ა და არ მიპასუხა.
შემდეგ, კიდე მივწერე, თუ რაში სჭირდებოდა ეს ტყუილი, და რატომ ცდილობდა ხალხის გასულელებას. თუმცა, პასუხი არც ამ კითხვაზე მიმიღია. მეორე დღეს, კიდევ შევამოწმე, მოწერილი ქონდა თუ არა რამე,
თუმცა ამჯერად მისი Facebook ანგარიში გაუქმებული დამხვდა. ვფიქრობ შევძელი, ამ კიბერდანაშაულის აღმოფხვრა, სიმართლის გარკვევის შემდეგ მან ანგარიში გააუქმა,
მაშასადამე კიბერდანაშაულიც აღმოიფხვრა და საზოგადოებაც გადარჩა, მორიგი ტყუილისგან.
გარდა ჩემი შემთხვევისა, მსმენია კიდე ბევრი რამ ამ თემასთან დაკავშირებით. და არამარტო მსმენია, არამედ წამიკითხავს კიდეც ბევრ სოციალურ ქსელში. ახლა, ამ ამბების მოყოლა რომ დავიწყო,
ვფიქრობ, იმაზე დიდი გამოვა ჩემი ბლოგი, ვიდრე დავგეგმე. საზოგადოება, ფიქრობს როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა. როგორც, ყველა ადამიანს, ასევე მეც მაქვს პირადი მოსაზრება მის აღმოფხვრასთან დაკავშირებით.
—- რას ვფიქრობ, როგორ შეიძლება, მასთან ბრძოლა?
ბევრ არასრულწლოვანს აქვს არაერთი სოციალური ქსელი. ხშირად არის ისეთი შემთხვევები როცა ისეთი ადამიანი გვიგზავნის მეგობრობის თხოვნას, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობთ. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა
ამ უცნობს, ან ვთანხმდებით მეგობრობაზე ან არა. არიან თინეიჯერობის ასაკში მყოფი, ახალგაზრდები რომელთაც გააზრებული აქვთ რას ნიშნავს კიბერუსაფრთხოება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი არ იმატებს
უცხო ადამიანს. თუმცა რას ვიტყვით იმ ბავშვებზე, რომლებიც 11-12 წლისები არიან, და ამ ყველაფრის შესახებ არც კი სმენიათ. ამ შემთხვევაში მათი მახეში გაბმა კი ძალიან ადვილია. მითუმეტეს, რომ დღევანდელ
საზოგადოებაში ხშირია ანგარიშები, რომელზეც მითითებულია სხვისი სახელი და გვარი და ასევე სხვისი ფოტო. გამოსავალი იმის რომ აღმოვფხვრათ კიბერდანაშაული, მდგომარეობს იმაში, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ გარკვევული ინფორმაცია
უსაფრთხოების თვალსაზრისით. გავუფრთხილდეთ, ჩვენს პირად ინფორმაციას. ასევე პირად ნივთებს, როგორიცაა პირადობის მოწმობა, და სხვადახსვა საბანკო ბარათები.
საზოგადოებამ, დიდებმა თუ პატარებმა, უნდა იცოდნენ თუ რას ნიშნავს პირადი უსაფრთხოება.
—- რას ვურჩევ ჩემს თანატოლებს?
ყველაფერ იმ ზემოთხსენებულის გათვალისწინებას რაც ტქსტშია.
გისურვებთ წარმატებებს