მარიამ მათეშვილი და ნუცა ნონიაშვილი

სახელი : “სიყვარული” online; 
,,ყოფნა?.. არ ყოფნა?.. საკითხავი აი ეს არის
მართლაც, რომ დღეს უდიდესი დილემის წინაშე ვდგავართ, რა იმალება ეკრანის მეორე მხარეს, ჭეშმარიტი სიყვარული თუ ადამიანი, რომელიც სხვის იდენტობას იპარავს?
ახლა კი მინდა გაგიზიაროთ პატარა ისტორია, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვენს ახლო მეგობარს გადახდა. ამბავი ერთი შეხედვით შესაძლოა უმნიშვნელოდ და ბავშვურ ახირებად მოგეჩვენოთ, თუმცა 21-ე საუკუნეში გავრცელებულ ,,დაავადებად” გადაიქცა. ხშირად კი მას სავალალო შედეგებამდე მივყავართ. ახალგაზრდები ქმნიან პროფილებს, სადაც ანთავსებენ ვიზუალურად მიმზიდველი უცხო ადამიანების, INSTAGRAM მოდელებისა თუ hollywood ვარსკვლავების ფოტოებს და მათ საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებენ. მათი მიზანი კი ხშირ შემთხვევაში სამაგიეროს გადახდა, გართობა ან იმ ინფორმაციისა თუ ფოტოსურათების გამოტყუებაა, რომელსაც პირადად ვერანაირ შემთხვევაში ვერ მოიპოვებდნენ. ადამიანი რომელსაც ეს ისტორია გადახდა 16 წლის რომანტიკოსი ბიჭია, რომელმაც ერთ დღესაც facebook-ის ონლაინ სივრცეში, მისთვის საოცნებო გოგონას მიერ მიიღო შეტყობინება. რა თქმა უნდა, შეტყობინებას დაუყოვნებლივ უპასუხა და კვირების მანძილზე ღრუბლებში დაფრინავდა. ამ თემაზე გაუჩერებლივ საუბრობდა მეგობრებთან, გვიზიარებდა მის ფოტოებსა და პირად შეტყობინებებს, სურდა საკუთარი ბედნიერება ჩვენთვისაც გადმოეცა. თუმცა მისი მეგობრები დააეჭვა გოგონას ქცევებმა და საკუთრმა ისტორიებმა, ამიტომაც გადავწყვიტეთ საქმე საკუთარ ხელებში აგვეღო და პატარა გამოძიება ჩაგვეტარებინა. პირველ რიგში, მოვინახულეთ გოგონას პირადი გვერდი და გადავწყვიტეთ მის მიერ ატვირთული ფოტოების სხვა სოციალურ ქსელებში მოძებნა, რათა დავრწმუნებულიყავით მის რეალობაში. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ფოტოები სხვა პიროვნებას ეკუთვნოდა, ხოლო ამ დროის განმავლობაში გოგონა ცდილობდა მისი პირადი ცხოვრების და ურთიერთობების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. ჩვენი გამოძიება ცოტა კიდევ შორს წავიდა და გადავწყვიტეთ იმ მონაცემების მიხედვით გვემოქმედა, რომელთა თაობაზე ვიცოდით, რომ გახლდათ სიმართლე. მინაწერებში აღმოვაჩინეთ, რომ გოგონამ დაუფიქრებლად ახსენა ჩვენი სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი, თუმცა ამაზე მანამდე ყურადღება არ გაგვიმახვილებია. შევეხმიანეთ ამ პიროვნებას და  გაერთიანებული ძალებით შევადგინეთ ,,ეჭვმიტანილთა” სია. შედეგად გაგვიმარტივდა ინდივიდის პოვნა, თუმცა მას თამაშში მაინც ავყევით და თავად ვაღიარებინეთ სიმართლე. ასეთი შემთხვევის მსხვერპლი ორივე მხარეა დამნაშავეც და ზეწოლის ქვეშ მყოფიც. ადამიანები, რომლებიც ჩადიან მსგავს ქმედებებს, ცხოვრობენ ვირტუალურ სამყაროში. აქვთ გარკვეული ჩარჩოები, რომლებიც ადგმევინებენ ირაციონალურ ნაბიჯებს და ხშირ შემთხვევაში თავად ხდებიან ამ ნაბიჯების მსხვერპლნი.
-რისი ცოდნაა აუცილებელი მსგავს დანაშაულთან დაპირისპირებისას?                         პირველ რიგში აუცილებელია შევინარჩუნოთ საღი გონება, დავუკავშიროთ ფაქტები ერთმანერთს და ვიცოდეთ რომ 157-ე მუხლის თანახმად, მსგავსი ქმედება დასჯადია. გარდა ამისა, გაქვთ უფლება მოითხოვოთ გამოქვეყნებული ფოტოების წაშლა.