ambavi gansakuTrebul saqmeTa departamentze

ქვეყანა N-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი, რომელიც სხვადასხვა სახის დანაშაულს იძიებს.

დანაყოფი – გ.ს.დ. (განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი)   ჩამოყალიბდა 2005 წელს. გუნდში შვიდი ადამიანი მუშაობს ( ე.მ. ლ.თ. ი.თ. ნ.ო. ქ.ჩ. და ნ.კ.).

განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის მიზანია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა.

დეპარტამენტი ხუთი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: 1. ოჯახური ძალადობა; 2. კიბერდანაშაული; 3. ბულინგი; 4. დამნაშავის ფსიქოლოგია;  5. სტატისტიკა.  

მოულოდნელად დეპარტამენტის ყველა გასაიდუმლოებული საგამოძიებო ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის. დეპარტამენტმა სასწრაფო წესით შეიმუშავა ანტიკრიზისულ სიტუაციაში მოქმედების გეგმა, რომლის მიხედვით ჩამოყალიბდა მოქალაქე სამართალდამცავთა ინსტიტუტი. 

მოქალაქე სამართალდამცავები გ.ს.დ_ს გაჟონილი საქმეების გამოძიებაში ეხმარებიან.

გ.ს.დ. გამოძიების წარმოებისთვისა და დამნაშავის პოვნისთვის ცნობილი ექსპერტი ნ.კ. მოიწვია. მან დაადგინა, როგორ მოხდა აღნიშნული ინფორმაციების გაჟონვა. მოწვეულმა ექსპერტმა დაკითხა ყველა თანამშრომელი და გამოავლინა სავარაუდო დამნაშავეთა ვინაობა.

ნ.კ.-მ და დეპარტამენტის ხელძღვანელმა ხაფანგი მოუწყვეს მოღალატეს და წლის შემაჯამებელ კონფერენციაზე ყველას წინაშე დააპატიმრეს.

ბრალი მოწვეულმა ექსპერტმა გ.ს.დ.–ს თანამშრომელ ი.თ.-ს წარუდგინა.

თუმცა, დანაშაულების სერია გაგრძელდა და აღმოჩნდა, რომ ი.თ. ციხეში ყურადღების გადატანის მიზნით ჩასვეს, საბოლოოდ ირკვევა რომ გ.ს.დ-ს თავს ახალი უცნობი ძალა გიიგუ ესხმის. გ.ს.დ გასაიდუმლოებული ოპერაციით იპყრობს გიიგუს და ყინულში კეტავს.  თუმცა გ.ს.დ-ში სიმშვიდის შენარჩუნება ხომ შეუძლებელია  ნ.კ. მოულოდნელად გუნდის წევრებს უცხადებს რომ გიიგუმ კათარზისი განიცადა და ახლა ის გუნდის ახალი წევრია.  ვინ არის რეალურად გიიგუ? შეიძლება თუ არა მისი ნდობა და რატომ გადმოვიდა გ.ს.დ-ს მხარეზე. გუნდი ახალი გამოწვევების წინაშე დგას… გ.ს.დ.  კვლავ საჭიროებს მოქალაქე სამართალდამცავების მხარდაჭერას. 

Play Video