ანა მეგრელიშვილი

წევრების მიერ შესრულებული სამუშაოები: წარმატების მიღწევა გუნდის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. არასდროს ვყოფილვარ კაპიტანი და არ მყოლია გუნდი, რომელსაც შესაძლებლობების უსასრულო ჰორიზონტი აქვს. ეს სწორედ ის პროექტია, რომელმაც შესაძლებლობა მომცა შემექმნა სწორედ ასეთი გუნდი. კაპიტნობა უპირველს ყოვლისა, იდეის რწმენა და მისი სხვებისთვის გაზიარების უნარია. პირადად მე გუნდური მუშაობის მომხრე ვარ და „ავტორიტარიზმი“ ხელმძღვანელობის საუკეთესო ფორმად არ მიმაჩნია. რაც შეეხება კაპიტნის პირად თვისებებს, მე მგონია, რომ მნიშვნელოვანია, კაპიტანს ყოველთვის შეეძლოს ადამიანებთან ურთიერთობის აგება და ადამიანური რესურსის სწორად განაწილება. ჩვენ თავდაპირველად განსვსაზღვრეთ ინფორმაციის წყარო, შემდეგ კი ჩვენს პროექტში მისი დანერგვის გარკვეული მეთოდიკა შევიმუშავეთ. ჩვენმა გუნდმა სწორად გამოიყენა ყველა ის მასალა, რომელიც ცოდნისა და გამარჯვების საწინდარია. ინფორმაცია პრაქტიკული გამოყენების გარეშე კი ემსგავსება დიდ ბიბლიოთეკას, სადაც არავინ შედის. ჩვენ მიზანი გვაქვს, მიზანი კი ყოველთვის ამართლებს საშუალებას. 24-საათიანი მუშაობის შემდეგ ყველამ მოვირგეთ ჩვენი როლი პროექტის ამპულაში. თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი კვალი დავტოვეთ ყველა დავალებაში, ყველა მსჯელობასა და დისკუსიაში. უკმაყოფილება არცერთს დაგვტყობია ბონუს დავალების შესრულების დროს, უფრო მეტსაც გეტყვით გვიხაროდა კიდეც, რადგანაც თითოეული ეს ყველაფერი ჩვენთვის გამარჯვების კიდევ ერთ შანსს წარმოადგენს. უსამართლობა იქნება, რომ არ ვთქვა რომ ყველა ჩვენგანი ზედმიწევნით ვიღებდით ყველა გამოწვევას და ვასრულებდით მათ.

სირთულეები: სირთულე? ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ ყველაფერს გვიმარტივებს. არ არსებობს სირთულე, რომელსაც ჩვენ ერთად ვერ გადავლახავთ. ძალა ერთობაშია! კონკრეტული სირთულეები არ გვქონია, მაგრამ მზად ვართ ყველაფერი მნიშვნელოვნად და ხარისხიანათ გავაკეთოთ.

მიღწევები: „არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ბრწყინვალე გონება ან სტრატეგია გაქვთ − თუ მარტო თამაშობთ, გუნდთან ყოველთვის წააგებთ“. ჩვენმა გუნდმა, იმ დაუშლელმა და ერთიანმა ბირთვმა, შევძელით ათეულში ერთ-ერთი ადგილის დაკავება. ეს ყველაზე სასიამოვნო და აღმატებული განცდა იყო, რაც ოდესმე წარმატებისგან მიგვიღია თითოეულ ჩვენგანს. თუმცა, წარმატებას დიდი მადა აქვს, იმდენად დიდი, რომ არ სჯერდება ნახევარ საქმეს, ნახევარ მოგებას, გამრჯვებისა და პირველობის დაუოკებელი მიზნები აწუხებს.“ წარმატება შრომაა და არა შედეგის მიღება. ის ცდაშია და არა ტრიუმფში. წარმატება პიროვნული სტანდარტია, ის ჩვენი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაციაა. თუ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია წარმატებულები ვართ“.