ანდრია ახმეტელი

კვირის განმავლობაში ჩემი გუნდი ერთობლივად გაეცნო დავალებას,  ამ დროის განმავლობაში შევისწავლეთ თითოეული დეტალი კარგად, ვუყურეთ ვიდეოს ერთობლივად რამდენჯერმე, თითოეულ დეტალს  ვაქცევდით ყურადღებას,  პროგრამა  Zoom-ისა და Messenger-ის საშუალებით ვუკავშირდებოდით ერთმანეთს. .თითოეულმა ჩვენი აზრი გამოვხატეთ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. განვიხილეთ და ვივარაუდეთ დანაშაულის ჩადენის ხერხები, გავეცანით გ.ს.დ.-ს (განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის) თანამშრომლების მოცემულ ბიოგრაფიას. შევისწავლეთ თითოეული მათგანი ცალ ცალკე და განვიხილეთ, ეტაპობრივად თითოეულ დავალებას ვასრულებთ გუნდურად, ვიყენებთ ელექტრონულ წიგნს ,,კიბერდანაშაული”  და  ამ წიგნის გამოყენებით დარწმუნებულები ვართ რომ  მივაღწევთ სასურველ შედეგს. მართალია პირველ დავალებაში არ გაგვიმართლა მაგრამ არ დავნებდებით და მივაღწევთ ჩვენს მიზანს.

სირთულეები: სირთულე თავიდან იყო ის რომ, ერთმანეთს არ ვუსმენდით, რადგან თითოეულ ჩვენგანს სურვილი გვქონდა საკუთარი წვლილი შეგვეტანა დავალების შესრულებაში, რათა გუნდისთვის  ძალზედ საჭირო და მნიშვნელოვანი ქულები მოგვეპოვებინა,  რეალობაში შეხვედრას ვერ ვახერხებთ და არ გვაქვს უშუალო კონტაქტი ერთმანეთთან. მართალია დღევანდელობაში ბევრი საშუალებაა კომუნიკაციის, თუმცა უშუალო დამოკიდებულებას ვერაფერი შეცვლის.  ასევე გვქონდა პრობლემა, ბონუს დავალებასთან დაკავშირებით google drive-ში შემდეგ ვერ განვათავსეთ  ჩვენი გამოკითხული რესპოდენტების, გამოკითხულთა შედეგები. მაგრამ ჩვენი პირველი მცდელობა ამაო იყო და ვემზადებით მეორე მცდელობისათვის.

მიღწევები: ჩვენმა გუნდმა მიაღწია ბევრ რამეს. კერძოდ, ვისწავლეთ ერთმანეთის აზრის გათვალისწინება, ყურადღებით  მოსმენა, ვისწავლეთ რომ თითოეული ვარიანტი უნდა განვიხილოთ კარგად, მე პირადად ვისწავლე რომ, სიჩქარე არ არის სასარგებლო   და უნდა გამეთვალისწინებინა გუნდის წევრების აზრი პასუხის გაგზავნის დროსთან დაკავშირებით. მაგრამ გუნდის წევრები გვერდში დამიდგნენ და დავალების ამოსახსნელად ახალი ვერსიები შევიმუშავეთ. მე ჩემს გუნდთან ერთად ვისწავლე უამრავი რამ  რაც აქამდე არ ვიცოდით, ვისწავლეთ ამა თუ იმ ვითარებიდან თავის დაღწევის იოლი საშუალებები. ასევე ის რომ ამ პროექტში ჩართულები არიან ჩვენი თანატოლები უფრო მობილიზებულები ვხდებით. ვისწავლეთ რომ უნდა  იყოთ უფრო ყურადღებიანები და უფრო შევიკრათ  გუნდურად საბოლოოდ მესამე დავალების შემდეგ ჩემმა გუნდმა ერთობლივად 16ქულა მოიპოვა ჩემი გუნდის სახელით ყველა გუნდს გისურვებთ წარმატებებს!