კიბერდანაშაული, როგორც XXI საუკუნის გლობალური გამოწვევა
შარშან, ერთ არაფრით გამორჩეულ დღეს, როდესაც სკოლაში გამოვცხადდით და პირველი ისტორიის გაკვეთილი უნდა გვქონოდა, საინტერესო რამ მოხდა. ჩვენს ისტორიის მასწავლებელს ნ.თ-ს გაკვეთილზე დააგვიანდა, თუმცა ჩვენი ყურადღება მიიქცია იმან, რომ მასწავლებელი უჩვეულოდ აღელვებული შემოვიდა კლასში. მივხვდით, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. გაკვეთილი ჩვეულებრივად დაიწყო, განვიხილეთ დავალებები, რამდენიმე მოსწავლემ მოყვა გაკვეთილი, მასწავლებელმაც აგვიხსნა ახალი მასალა. საუბრობდა ნაპოლეონ ბონაპარდის ბოლო ბრძოლაზე, თუმცა აშკარა, იყო რომ მისთვის დამახასიათებელი ემოციურობა, ისტორიის საინტერესოდ გადმოცემის უნარი სადღაც გამქრალიყო. საუბრისას ხშირად ჩერდებოდა, დაფიქრდებოდა, ტელეფონს ჩახედავდა, თითქოს სადღაც ეჩქარებოდა და აგრძელებდა. უხერხულად ვგრძნობდით თავს და მდუმარედ ვუსმენდით.
გაკვეთილის ბოლოსკენ ერთ-ერთმა ჩვენმა კლასელმა ვერ მოითმინა და ჰკითხა: აშკარად არ ხართ კარგ ხასიათზე, რა მოხდა?! მასწავლებელი შეჩერდა, გადაავლო თვალი მთელ კლასს და უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა: კიბერდანაშაულის მსხვერპლი გავხდი, გუშინ დარიცხული მთელი ხელფასი გაქრა ანგარიშიდან. რაღაც ჰაკერული შეტევა იყო, არ ვიცი რა მოხდა… ამასობაში დაირეკა ზარი და გავიდა კლასიდან.
„კიბერდანაშაული?!“- გაგვიკვირდა ჩვენ, რადგან ვერ მივხდით რას ნიშნავდა ეს ტერმინი, თუმცა მასწავლებლის რეაქციამ დაგვარწმუნა, რომ დიდ პრობლემასთან ჰქონდა საქმე. მახსოვს, სახლში მისული მაშინვე მივუჯექი კომპიუტერს და გადავწყვიტე შემესწავლა ეს საკითხი. ინტერნეტში ამ თემაზე უამრავი მასალა აღმოჩნდა.
რა არის კიბერდანაშაული?
XXI საუკუნე გლობალიზაციის ერაა. სულ უფრო მეტად სუსტდება საზღვრები ქვეყნებს შორის და ეს ერთგვარად კომუნიკაციის თანამედროვე გზების დამსახურებაცაა. ერთ-ერთი ამგვარი გზა კომპიუტერი და ინტერნეტია. კომპიუტერიზაცია – ეს ტერმინი ხშირად არის გამოყენებული საზოგადოების მიერ და მას განმარტავენ, როგორც გლობალიზაციის შედეგს. კომპიუტერიზაციის ნეგატიურ შედეგად შეიძლება ჩავთვალოთ კიბერდანაშაული. კიბერდანაშაულს წარმოადგენს ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც ჩადენილია კომპიუტერული სისტემის გამოყენებით კიბერსივრცეში და ხელყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებასა და კომპიუტერული მონაცემების დაცულობას. კიბერდანაშაული დანაშაულებს შორის დღეისათვის მესამე ადგილზეა – ნარკოტიკითა და იარაღით ვაჭრობის შემდეგ.
კიბერდანაშაულის პირველი შემთხვევა
კიბერდანაშაულის ისტორია მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება. სწორედ მაშინ, როცა ელექტროგამომთვლელმა მანქანამ ალფონს კონფესორეს საშუალება მისცა, 600 ათას დოლარამდე მოეპარა. კიბერუსაფრთხოების საკითხი საქართველოსთვის აქტუალური გახდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რომლის დროსაც კიბერშეტევის მსხვერპლი არაერთი სამთავრობო და არასამთავრობო საიტი გახდა.
კიბერდანაშაულის გავრცელებული სახეები
კიბერშეურაცხყოფა: ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელება, ვინმეს შეურაცხყოფა ან დამცირება ელ-ფოსტის ან სხვა მსგავსი საშუალების გამოყენებით. პირის სქესობრივი, რასობრივი, რელიგიური ან სხვა სახის პირადი ცხოვრების შეურაცხყოფა და სხვა.
კიბერვანდალიზმი: ნებისმიერი ტიპის საინფორმაციო ბაზების დაზიანება/განადგურება. ამის კარგი მაგალითია: კონკურენტი კომპანიების მიერ კორპორაციული კიბერჯაშუშის შეგზავნა მეტოქე დაწესებულებაში, რათა მან მოიპაროს გარკვეული ინფორმაცია, რითაც შეიძლება ქონებრივი ზიანი მიადგეს კომპანიას ან საერთოდ გაკოტრდეს.
კიბერგათეთრება: უკანონოდ მოპოვებული ფულის ინტერნეტგადარიცხვა, წყაროსა და მიმღების ვინაობის დაფარვის მიზნით.
კიბერქურდობა: ქურდობა ინტერნეტსივრცის დახმარებით.
კიბერტერორიზმი: ამ შემთხვევაში დანაშაული სახეზეა, როდესაც პიროვნება ტეხავს სამთავრობო ან სამხედრო ვებ-გვერდს. ან, თუნდაც ინტერნეტსივრცეში იდეოლოგიურად მოტივირებული ძალადობა მოქალაქეთა წინააღმდეგ.
კიბერდანაშაულით გამოწვეული საფრთხეები
კიბერდანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შესაძლოა, დამნაშავის ხელში აღმოჩნდეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს: პიროვნების პერსონალურ მონაცემებს; პიროვნების პირად ცხოვრებას; ამ მონაცემების საშუალებით დამნაშავეს ადვილად შეუძლია: მიიღოს ფინანსური სარგებელი; შანტაჟის ან მუქარის გზით აიძულოს პიროვნება, განახორციელოს ან თავი შეიკავოს რაიმე ქცევის განხორციელებისგან მისი ნების საწინააღმდეგოდ და დამნაშავის სასარგებლოდ.
მეორე დღეს, კლასში მისულმა აღმოვაჩინე, რომ ჩემს მსგავსად მთელი კლასი დაინტერესებულა ამ თემით. ახლა უკვე ყველამ ვიცოდით, თუ რა იყო კიბერდანაშაული, მისი სახეები და ის მძიმე შედეგები რაც შეიძლება მოუტანოს ადამიანს, ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს. მთელი დღე ამ თემას განვიხილავდით დასვენებებზე და მოუთმენლად ველოდით ბოლო, ისტორიის გაკვეთილს. გვქონდა უამრავი კითხვა და გვაინტერესებდა დეტალურად, როგორ გახდა კიბერდანაშაულის მსხვერპლი ჩვენი მასწავლებელი ან რა მოიმოქმედა ამის შემდეგ.
დადგა ეს დროც და მასწავლებელი შემოვიდა კლასში. მაშინვე ვუთხარით, რომ გვაინტერესებდა ეს საკითხი და ვთხოვეთ, მოეყოლა ჩვენთვისაც, თუ რა მოხდა. აღმოჩნდა, რომ იმ დილით მასწავლებელს სურდა შესულიყო ინტერნეტ-ბანკში, რათა შეევსო მობილურის ბალანსი. ამ დროს არ დააკვირდა საიტის მისამართს, გადავიდა ყალბ ვებ-გვერდზე, რომელიც ძალიან ჰგავდა მისი ბანკის ინტერნეტ-სერვისს. საიტზე, რა თქმა უნდა, შეიყვანა მომხმარებლის სახელი და პაროლი, რის შემდეგაც ავტომატურად მიუვიდა შეტყობინება, რომ მისი ანგარიშიდან გადაირიცხა მთელი თანხა გაურკვეველ ანგარიშზე. მასწავლებელი ახლაღა გამოერკვა თუ რა მოხდა, ახლა უკვე დააკვირდა საიტის მისამართს და ძალიან გაბრაზდა საკუთარ თავზე.
ჩვენ ძალიან დაგვაღონა ამ საკითხმა და ვკითხეთ, თუ რა მოიმოქმედა ამის შემდეგ. მასწავლებელმა სასწრაფოდ დარეკა ბანკში და შეატყობინა მომხდარის შესახებ. ბანკის თანამშრომლებმა სასწრაფოდ დაბლოკეს მისი ანგარიშები, შემდგომი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, შემდეგ კი ურჩიეს მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის. აქ უკვე მასწავლებელი დადგა დილემის წინაშე. მან თქვა, რომ თუ პოლიციას მიმართავდა და ისინი შეძლებდნენ დამნაშავის პოვნას, აუცილებლად დააპატიმრებდნენ, ეს კი, მიუხედავად ყველაფრისა, არ სურდა. მეორე მხრივ, თუ ასე არ მოიქცეოდა, დამნაშავე, თუ დამნაშავეთა ჯგუფი გააგრძელებდა დანაშაულებრივ ქმედებებს და ბევრი ადამიანი აღმოჩნდებოდ მსხვერპლი. ვინ იცის, იქნებ ბევრ მათგანს მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობებისთვის განკუთვნილი თანხა დაეკარგებოდა.
მასწავლებელი დაუკავშირდა სამართალდამცავებს, განაცხადა მომხდარის შესახებ და ელოდა მათგან პასუხს. მთელი გაკვეთილი ამ თემაზე მსჯელობაში გაგრძელდა. ახლა უკვე განვიხილეთ კიბერდანაშაულის თავიდან არიდების შესაძლო გზები და ერთად ჩამოვაყალიბეთ ჩვენივე უსაფრთხოებისთვის საჭირო ქმედებათა ჯაჭვი.
კიბერდანაშაულის თავიდან არიდების გზები
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს კიბერდანაშაული მზარდ საფრთხეს წარმოადგენს და ამის საწინააღმდეგოდ გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
• გამოიყენეთ გრძელი და კომპლექსური პაროლები;
• ხშირად გამოცვალეთ პაროლები;
• არავის გაუზიაროთ თქვენი პაროლები;
• ნუ გამოიყენებთ თქვენს პაროლს უცხო მოწყობილობებზე;
• გამოიყენეთ სხვადასხვა პაროლი სხვადასხვა სისტემაში სამუშაოდ;
• გამოიყენეთ განახლებული და ოფიციალური ვებ-ბრაუზერები;
• ნუ შეხვალთ საეჭვო ვებ-გვერდებზე;
• ნუ დააჭერთ PopUp ფანჯრებს;
• წინასწარ დაფიქრდით,რა ინფორმაციის განთავსებას აპირებთ ინტერნეტში;
• პაროლის შეყვანისას დარწმუნდით,რომ ვებ-გვერდი იყენებს სერთიფიკატს;
• ყოველთვის დააკვირდით ბმულს,თუ რომელ ვებ-გვერდზე შედიხართ;
• მოერიდეთ საეჭვო საიტებიდან სხვადასხვა ფაილის გადმოწერას მათ ინსტალაციას;
• გამოიყენეთ სპამის ფილტრები თქვენს „მეილ კლიენტზე“;
• არასდროს დატოვოთ თქვენი ორგანიზაციის ან პირადი მეილის მისამართი ინტერნეტში;
• არასდროს დააჭიროთ სპამ მეილის ბმულებს;
• ყოველთვის შეამოწმეთ გამომგზავნის მეილ მისამართი;
• არასდროს გახსნათ ფაილები, რომლებიც თან ახლავს წერილს.
• ვებ-გვერდის ბმულში https გამწვანებულია და მარცხნივ გამოსახულია დახურული ბოქლომი, რაც იმას ნიშნავს,რომ ვებ-გვერდი დაცულია და მას აქვს უსაფრთხოების სერთიფიკატი. საეჭვო ვებ-გვერდის შემთხვევაში, ბრაუზერი გვატყობინებს,რომ მან ჩვენთვის სასურველ კონკრეტულ ვებ-გვერდზე წვდომა დაბლოკა და გვერდზე შესვლამ შესაძლოა, ჩვენი კომპიუტერის დავირუსება გამოიწვიოს.
• თუ ვებ-გვერდის ბმულს დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ მისამართი განსხვავებულია ნამდვილი გვერდის მისამართისგან და ბმულში ბევრი დამატებითი სიმბოლოა ჩაწერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გვერდი თქვენი მონაცემების მისათითებლად ჰაკერებმა გამიზნულად შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ ფიშინგვებგვერდი შესაძლოა, ვიზუალურად ძალიან ჰგავდეს ნამდვილს, კარგად დაკვირვების შემდგომ, მისი ამოცნობა მაინც შესაძლებელია. ამ შემთხვევაში, გვერდს არც უსაფრთხოების სერთიფიკატი გააჩნია და მეტიც, თქვენ არათუ payPal-ზე, არამედ Altervista.org-ზე იმყოფებით.
გავიდა რამდენიმე კვირა და არაფერი ვიცოდით ამ ამბის გაგრძელების შესახებ. ერთ დღესაც მასწავლებელი ნ.თ შემოვიდა კლასში და გამოაცხადა, რომ მისი ბანკის ოპერატორი დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა. აღმოჩნდა, რომ მის მსგავსად ბევრი იყო დაზარალებული და ბანკმა აუნაზღაურა ყველას ზარალი. ხოლო დანაშაულებრივ ქმედებაზე მიმდინარეობდა კვლავ გამოძიება და აღნიშნული ბანკი გააგრძელებდა სამართალდამცავებთან თანამშრომლობას.
ძვირფასო თანატოლებო, კიბერდანაშაულის მსხვერპლი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ვერ ხერხდება დამნაშავეთა დადგენა და არც ყველა შემთხვევა სრულდება ისე პოზიტიურად, როგორც ეს ჩვენი მასწავლებლის შემთხვევაში მოხდა. ყოველივე ეს არაინფორმირებულობამ გამოიწვია, ამიტომ გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენს მიერ ჩამოთვლილი რეკომენდაციები, იყავით ყურადღებით, იყავით ინფორმირებულები, რათა არ გავხდეთ კიბერდანაშაულის მსხვერპლნი.
ჩემსაა გუნდმა შავნაბადმ მიღოო ასეთი გადაწყვეტილება რადგან:პირადი ცხოვრების ამხსახველი ფოტოები რომლებიც გვსურს რომ საჯარო არ გახდეს უნდა შევეცადოთ რომ მეტად დაცულ ფაილებში მოვათავსოთ. ხოლო სოციალური ქსელებიდან ამ ფოტოების ამოღება ადვილია. ფოტოს მოპოვება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომელიც დაინტერესებულია ჩვენი პირადი ცხოვრებით თუ ეს ფოტო გადაგზავნილი გვაქ სოცილური ქსელების საშუალებით რომელიმე მეგობართან.ადამიანი რომელიც დაინტერესებულია ამ ყველაფერით ადვილად შეძლებს საიტის გატეხას, რადგან სოციალური ქსელი ასე თუ ისე, დაცული ვებ-საიტები არა და ჩბეულე რივად ფოტოს ხელში ჩაგდებასაც.
საბოლოოდ გუნდი მივედით იმ დასკვნამდე რომ,დ.ე-ს არ უნდა გამოექვეყნებინა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები,რადგან გიგუუს დ.ე-ეს აქაუთში შეღწევა გაუადვილდებოდა და თავისთავად ცხოვრებისეულ ამსახველ კადრებსაც მოიპოვებდა.კიბერდანაშაულის ამ ფორმას ფიშინგი ეწოდება.უფრო ვრცლად რომ ვთქვათ,ფიშინგი არის კიბერდანაშაულის ერთ-ერთი ფორმა,რომლის მიზანია თაღლითური გზით ინტერნეტ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება.იმისთვის რომ დ.ე-ეს ინტერნეტი უფრო დაცულად გამოეყენებინა,ამითვის კარგად უნდა შეემოწმებინა ვებგერდი,რადგან თუ სიტყვაში ერთიასოს ნაკლებობა იქნებოდა ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ ვებგვერდი დაჰაკული იყო.
ჩვენმა გუნდმა S.H.I.E.L.D.-მა მესამე დავალებაში დააფიქსირა მეორე პასუხი, ვინაიდან თუ დ.ე. თავისი პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოს სოციალური ქსელით გაუგზავნიდა თუნდაც ახლობელ ადამიანს, ალბათობა დიდია იმისა რომ, ეს ფოტომასალა გაავრცელოს ამ ადამიანმა, რადგან ასეთი პირადი მონაცემი ნებისმიერი ადამიანის ხელში სახიფათო არის.ასევე შესაძლოა, დ.ე.-ს სოციალურ ქსელში უკანონოდ შეჭრილიყვნენ და ეს ფოტო მასალა, რომელიც სავარაუდოდ სხვას გაუგზავნა, მოეპარათ და აეღოთ უკანონოდ. დ.ე-ს პირადი ინფორმაციაც გავრცელდა სოციალურ ქსელებში, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო შედის ამა თუ იმ ინდივიდის პერსონალურ,პირად ინფორმაციაში და ყოველივე ამაზე დაყრდნობით, ვაფიქსირებთ მეორე პასუხს, რომ არ უნდა გაეგზავნა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები სოციალური ქსელებით, რადგან მარტივია მათზე წვდომა და საფრთხე ემუქრება ინდივიდთა პირადი ინფორმაციის გავრცელებას.
პერსონალური მონაცემების დაცვა თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა. საერთაშორისო კვლევების თანახმად, ერთი ადამიანის მონაცემები საშუალოდ 250-დან 1000-მდე ბაზაშია რეგისტრირებული, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კი მილიონობით ადამიანის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. ამიტომ გიიგუს არ გაუჭირდებოდა დ.ე.-ს პირადი ინპორმაციის მოძიება და შემდგომ მოპარვა. დ.ე.-ს არ უნდა გადაეგზავნა თავისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები და ყველა პირადი ინფორმაცია სოციალური ქსელებით, რადგან მარტივია მათზე წვდომის მოპოვება. დღეს დღეისობით პირადი ინფორმაციის უამრავი დაცვის სისტემა არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში გიიგუმ მაინც მოახერხა მასში შეღწევა.
ჩვენს გუნდს მიაჩნია, რომ საერთოდ არ უნდა გაეგზავნა სოციალური ქსელებით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-მასალა, რადგანაც შესაძლოა ჩვენ ადრესტს ვენდობოდეთ, მაგრამ მოხდეს სისტემაში სხვა ადამიანის შეღწევა და ამ მასალის ჩვენს საზიანოდ გამოყენება. ასევე, ვიცით, რომ გაგზავნილი მასალის წაშლის მიუხედავად, მაგ. ფეისბუქი მაინც ინახავს ამ მასალას და კარგ სპეციალისტებს შეუძლიათ მისი ამოღება.
ჩვენი გუნდის წევრების მსჯელობის შედეგად მივედით დასკვნამდე რომ სწორი პასუხი არის მეორე. იქ აღნიშნულია რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები არ უნდა გადაეგზავნა, რადგან პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოებით შეიძლება არაერთი ფაქტი გახდეს ცნობილი, მაგალითად პირის ოჯახურ მდგომარეობაზე, მის ადგილმდებარეობაზე, მის ინტერესებზე.
ეს დიდი რისკის შემცველია.
ჩვენ რომც ვიყოთ დარწმუნებული იმ პოროვნების რეალურობაში, რომელსაც ასეთ მასალებს ვუგზავნით შეუძლებელია იმის განსაზღვრა ვინ შეიძლება იყენებდეს იმ გვერდს მაშინ, შესაძლოა ჩვენი მეგობრის ან ნათესავის გვერდი საერთოდ გატეხილია და მის უკან უცხო პიროვნებაა.ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სოციალური ქსელებიდან ასეთი სახის ინფორმაციის ამოღება სოციალური ქსელიდან მარტივად შეიძლება. ასე რომ, ვთვლით რომ სწორი არის ჩვენს მიერ დაფიქსირებული პასუხი.
ჩვენი გუნდის ,,ფორტუნა”-ს ოთხივე წევრმა მეორე პასუხი დავაფიქსირეთ, რადგან პირადი ფოტოების გაგზავნა სოციალური ქსელის საშუალებით, 21-ე საუკუნეში, როცა ინტერნეტსივრცის განვითარებასთან ერთად კიბერდანაშაულის შემთხვევებმაც იმატა, ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. თუნდაც ვენდობოდეთ ადამიანს ვისაც ვუგზავნით ამ ფოტოებს, არუნდა დაგვავიწყდეს,რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩვენი სოციალური ქსელის გატეხვა და პირადი ინფორმაციების მოპოვება,თუ იგი ჩვენით დაინტერესებულია. შესაბამისად, ამ არგუმენტების გათვალისწინებით მივედით იმ დასკვნამდე რომ ფოტოები სოციალურ ქსელის საშუალებით იყო გავრცელებული, და დ.ე-მ ფოტოები სხვას გაუგზავნა,შედეგად გიგუუსთვის წვდომა მის პირად ქსელზე ადვილი იყო,იმის გათვალისწინებით, რომ დღესდღეობით სოციალური ქსელები სანდო არ არის.
მიუხედავად იმისა ვართ თუ არა დარწმუნებულები ადრესატის პატიოსნობაში და მისი გვერდის(პროფილის ) რეალობაში , ეს არ კმარა რადგან არსებობს შემთხვევები როცა ადამიანები ვცდებით და გვერდები რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ არიან შექმნილები, ხშირად ნამდვილი გვგონია და მის სიყალბეში ეჭვი არც შეგვაქ გარდა ამისა შეიძლება ადრესატის პატიოსნობაშიც დარწმუნებულები ვიყოთ , შესაძელებელია ადრესატი რომელსაც ჩვენ ჩვენს პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს ვუგზავნით სულაც არ არის ჩვენს მიმართ უარყოფითად და ბოროტად განწყობილი თუმცა ჩვენ ვერასდროს დავრწმუნდებით იმ ადამიანების პატიოსნოაში რომლებიც მუდმივად ცდილობენ შეაღწიონ სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველ სივრცეში და შემდეგ ის ჩვენს წინააღმდეგ შანტაჟის მიზნით გამოყენონ, ამ მხრივ შეიძელბა ადრესატმა ეს ფოტო სულაც არ გამოიყენოს და დარწმუნებულები ვიყოთ მის პატიოსნობაში და გვერდის ავთენტურობაში თუმცა, ჩვენი ფოტოები ინახება სერვერზე და ამ მხრივ კიბერდანაშაულის გზით მამოძრავებელ ადამიანებს შეუძლიათ იგი ხელში ჩაიგდონ და ჩვენს წინააღმდეგ გამოყენონ.ამ რიგად ჩვენმა გუნდმა Mementom დააფიქსირა მეორე პასუხი რომელიც გვეუბნება რომ ჩვენი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები არ უნდა გავაგზავნოთ სოციალური ქსელით რადგან მარტივია მათზე წვდომის მოპოვება და ამ ფოტოების ხელში ჩაგდება, კარგია რომ გაგვაჩნია ადამიანის მიმართ პატიოსნობა თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა!
ჩვენმა გუნდმა მესამე დავალებაში დააფიქსირა მეორე პასუხი, რისი სისწორის დასამტკიცებლად ვფიქრობთ ისიც საკმარისია, რომ მხოლოდ აქაა ნახსენები პირადი ცხოვრების ამსახველი. ამასთანავე მესამე და მეოთხე ვარიანტების მიხედვით თუ ადამიანი და მისი ექაუნთი ნამდვილი და სანდოა მაშინ მისთვის ამ სახის ინფორმაციის გაგზავნა შეიძლება, მაგრამ შეიძლება დ.ე.ს ფოტოები სულ სხვა ადამიანს გაევრცელებინა მის გვერდზე შეჭრისას, რადგან როგორც ვიცით სოციალურ ქსელებზე შეჭრა და მათზე წვდომის მოპოვება ადვილია.
გუნდი “სისხლიანი ჯონი”. გუნდმა დააფიქსირა მეორე პასუხი. არ უნდა განვათავსოოთ ჩვენი პირადი ინფორმაცია სოციალურ ქსელებში რადგან ადვილია მათზე წვდომის მოპოვება.
21 საუკეუნე ტექნოლოგიების ეპოქაა. დღეს უკვე სირთულეს აღარ წარმოადგენს სოციალურ ქსელებზე უკანონ წვდომის მოპოვება, მაგ ფიშნგის გზით.
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უსაფრთხოება
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია შეიძლება იყოს სურათი, ვიდეო, მიმოწე-
რა ან სხვა, რომელიც ჩვენი პირადი ცხოვრების ამსახველ ცნობებს შეიცავს. შესაბამი-
სად, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არა მხოლოდ
არ განვათავსოთ ინტერნეტის საჯარო სივრცეში, არამედ დაცულად შევინახოთ იგი,
რათა უცნობი პირების ხელში არ აღმოჩნდეს და მომავალში ჩვენი შანტაჟის (რაიმე
ქმედების განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების მოთხოვნა ჩვენი
ნების საწინააღმდეგოდ) შესაძლებლობა არ მივცეთ ვინმეს.
უნდა გვახსოვდეს, რომ ინტერნეტის მოხმარებისას, ჩვენ მიერ მითითებული
პერსონალური და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია ინახება ამა თუ იმ
სერვერზე (ტექნიკური მოწყობილობა), ასევე, გარკვეულწილად, იმ მოწყობილობაზე,
საიდანაც ეს ინფორმაცია იგზავნება. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოწყობილობები
ვინმესთვის ხელმისაწვდომი გახდება, ჩვენი ინფორმაციის დაცულობას შეექმნება