მასწავლებელი:
გერონტი გოგოხია
ბონუს დავალება: მასწავლებლის ანგარიში
გუნდების სახელები: კოლხი რაინდები, მეგობრობა.

გუნდის სახელწოდების მნიშვნელობის გააზრება გამოდგა პირველი მინიშნება იმისა, რომ საკითხი რაც არ უნდა მარტივი ჩანდეს მასზე სერიოზულად დაფიქრებაა საჭირო.

თითოეული გუნდის წევრის,  ინტელექტუალურ და ინდივიდუალური, თვისებების გათვალისწინება მოუწია გუნდს ფუნქციების გადანაწილებისას.

იგივეს  გათვალისწინება აუცილებელი გახდა გუნდის საჭიროებებთან შესათავსებლად. 

კაპიტანის არჩევისას გუნდმა პირად ინტერესებზე მაღლა დააყენა გუნდის ინტერესები და გამოვლინდა ტექნიკური უნარების, მოსმენის კულტურის, ინფორმაციის მოპოვების, ანალიტიკური აზროვნების და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური თამაშის უნარების საჭიროება.

ჩვენ პირველად ჩავერთეთ ამ პროექტში, ამიტომ ყველაფერი უნდა გაგვეაზრებინა დაწყებული მისი მნიშვნელობითა და დანიშნულებით.

ეს პროექტი, მისი მრავალფეროვანი შესაძლებლობებით არის შესანიშნავი საშუალება  მოსწავლეების თვითრეალიზაციისა და თვითდამკვიდრების.

შეჯიბრებითობის სრულიად მისაღები და ბევრის მომცემი ფორმით, თუნდაც სხვადასხვა ნომინაციაში: საუკეთესო წევრი, საუკეთესო გუნდი, საუკეთესო კაპიტანი და ა.შ. 

ვფიქრობ პროექტი გაძლევს შესაძლებლობას  შეიძინო განვითარებისთვის აუცილებელი უნარჩვევები. ხოლო, ამისთვის საჭიროა არც თუ ისე ბევრი რამის გათვალისწინება.

პირველ რიგში ტექნიკური წესების გათვალისწინება და მითითებული წესების დაცვა, დახმარების ღილაკი თავისი ელ. წიგნებით მაქსიმალურად უნდა შეისწავლო.

მნიშვნელოვანია დავალებების დიდი არჩევანი: ძირითადი დავალება, კომპლექსური თუ  ბონუს დავალება, აგრეთვე მათ შორის კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ჩემს  გუნდებს შევთავაზე სკეტჩი ჩემი მონაწილეობით,  რომელიც დიდი ენთუზიაზმით აიტაცეს და იქვე თავიანთი ვარიანტი შემომთავაზეს, რაც ძალიან მომეწონა და მალევე შევთანხმდით.

ჩემი აზრით, ზემოთხსენებულ დავალებებს კარგად გაართვეს თავი. გუნდების მხრიდან კარგად იყო გააზრებული თითოეული მომენტის თავისებურებები. კერძოდ: ფუნქციების გადანაწილებისას მათი უნარების გათვალისწინება, იგივე კაპიტანის არჩევის მომენტი, როცა გუნდის თითოეული წევრი მტკიცე, ინდივიდუალური ხასიათით გამოირჩეოდა ძნელი იყო არჩევანის გაკეთება და მათ მოიწვიეს უფროსკლასელი, გამოცდილი, დიპლომატიური თვისებების მქონე პიროვნება.
ეს ვფიქრობ ნამდვილად გონივრული და გააზრებული ნაბიჯი იყო მათი მხრიდან.

გამოვყოფ გუნდების მიერ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.  გარკვეული კატეგორიების კითხვებზე პასუხის მოსაპოვებლად ისინი ერთ ერთ თავიანთ მეგობარ კიბერნეტიკის ფაკულტეტის სტუდენტს დაუკავშირდნენ, რომლის დახმარებითაც მთელ რიგ შეკითხვებზე პასუხების მიხღებას შეეცდებიან.