გიორგი კვერნაძე

წევრების მიერ შესრულებული სამუშაოები: ამ კვირის მთავარი შესრულებული, ვიტყოდი რომ წარმატებით შესრულებული საქმიანობა- მესამე დავალება არის. იქიდან გამომდინარე, რომ წინა დავალებაში მაქსიმალური ვარსკვლავთა ოდენობის აღება ვერ მოვახერხეთ, ამ დავალებას მოუთმენლად ველოდით დიდი იმედებით.მესამე დავალების დადებისთანავე წავიკითხეთ იგი და მის გაანალიზებას ჯერ ინდივიდუალურად, შემდეგ კი ერთობლივად შევუდექით. რამდენჯერმე ვიდეოს ყურებისა და ფიქრის შემდეგ, ერთმანეთს დავუკავშირდით და მსჯელობა დავიწყეთ,რომელმაც დიდხანს გასტანა,თუმცა ბოლოს მაინც მოვახერხეთ ერთ აზრამდე მისვლა.გუნდურმა მუშაობამ, შედეგი გამოიღო და ამ დავალებაში 5 ვარკვლავი ავიღეთ. ასევე დავიწყეთ ბონუს დავალებებზე მუშაობა და პროგრამა microsoft teams-ის საშუალებით ვსაუბრობდით ბონუს დავალებების სირთულეებზე და თუ რამდენად შეგვეძლო მათი შესრულება.მოვიძიეთ ბევრი ინფორმაცია , რომელიც ბონუსების შესრულებაში დაგვეხმარებოდა . კვირაში რამდენჯერმე, თითქმის ყოველდღე, ვიკრიბებით სოციალური ქსელის დახმარებით და პროექტზე ვსაუბრობთ. შევისწავლეთ ბიოგრაფიები და ვმსჯელობდით რომელი იყო ჩვენი ,,ფავორიტი”. საბოლოო ჯამში საკმაოდ სერიოზულად,შრომისუნარიანად და ინტერესიანად მოვეკიდეთ ამ საკითხს.

სირთულეები: გუნდური მუშაობისას ბევრ სირთულეს გადავაწყდით, თავიდან ერთმანეთის მოსმენა გვიჭირდა და სხვისი აზრის სისწორეში თავის დარწმუნებაც არ აღმოჩნდა იოლი, ყველა თავისი პასუხის წარმატებულობაში ირწმუნებოდა, ამაში რათქმაუნდა ბევრი დრო დაიკარგა. თუმცა, საბოლოოდ მაინც მივედით იმ დასკვნამდე ,რომ გუნდური მუშაობა სწორ გადაწყვეტილებამდე ვერ მიგვიყვანდა და ვერც წარმატებას მოგვიტანდა თუ ერთმანეთის აზრს პატივს არვცემდით. ისიც გავითავისეთ, რომ თავნებობის დრო არ არის, თითოეული ქულა გამარჯვებამდე ნაბიჯით გვაახლოვებს და იქიდან გამომდინარე რომ კონკურენცია დიდია, ერთ ადგილზე ვერ გავჩერდებოდით. სირთულე ასევე ბონუს დავალებების არასწორად შესრულების დროს შეგვექმნა,თუმცა ეს ჩვენი ბრალი იყო, რადგან წესები სწორად არ გავიანალიზეთ და შედეგად დავალებაც არასწორად შევასრულეთ, მაგრამ ამის აღმოფხვრაც მალევე მოხდა.

მიღწევები: პირველრიგში ერთმანეთზე მოსმენა ვისწავლეთ,უფრო ჩაღრმავება საკითხზე,მივხვდით რომ მსგავსი პროექტების დროს, ბევრი ფიქრია საჭირო და სიჩქარის დრო არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ გავიმეორებდით წინა დავალებების დროს დაშვებულ შეცდომებს.ამის დამსახურებაა 5 ვარსკვლავი. ასევე, ამკვირაში შევიმუშავეთ რამდენიმე სტრატეგია, რომელთა საშუალებითაც დავალების შესრულება უფრო ადვილი გახდებოდა და ქულების მოპოვების უფრო დიდი შანსიც გვექნებოდა.აგრეთვე, ვიქტორინაზე წარმატებით ვიასპარეზეთ და საუკეთესო არგუმენტიც დავიმსახურეთ.საბოლოო ჯამში გუნდურ მუშაობაში უფრო დავიხვეწეთ.