გიგი ცქვიტაია

მე გიყვებით ამბავს რომელიც გადამხდა 2 წლის წინ.კიბერთავდასხმას მაშინ ვერ ვაცნობიერებდი თუ რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენდა,სწორედ ამიტომ გავხდი მისი მსხვერპლი.ერთმა ადამიანმა სოციალურ ქსელში გამომიგზავნა ერთი ლინკი სადაც მთხოვდა მომეწონებინა ფოტო,მოგვიანებით გადავედი მოცემულ ლინკზე,სადაც მთხოვდა ჩამეწერა ჩემი,პირადი ინფორმაცია,კონკრეტულად მეილის ჩაწერას.მე აზრადაც არ მომსვლია რომ ვიყავი კიბერთავდასხმის მსხვერპლი და თავისუფლად გავაგრძელე ჩემი. facebook-ის გამოყენება.ამის შემდეგ მეგობარმა მომწერა რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული იყო ჩემი ფოტოები.გამოქვეყნებული ფოტოები ფოტოშიპით იყო შეცვლილი,რომელიც არასასიამოვნო იყო ჩემთვის.იმ დღესვე მოვახდინე ამ ამბავზე რეაგირება,შევატყობინე ოჯახისწევრებს,რომლებმაც მირჩიეს შემეცვალა სოციალური ქსელის კოდები.სამწუხაროდ ვერ გავიგე თუ ვინ იყო ის ადამიანი,რომელმაც ჩემზე მოახდინა კიბერთავდასხმა,რადგან ის მიხვდა ჩემს ქმედებას და დაუყოვნებლივ გააუქმა facebook აქაუნთი.რის გამოც ვერ მოვახერხე დამნაშავის გამოშკარაავება.