ფიქრია ლაგვილავა

რა ასაკობრივი ზღვარი გამოკითხეთ?
გამოვკითხეთ 13-17. 18-25. 26-50 ასაკობრივი ზღვარი

რამდენი იყო აქედან გოგო და რამდენი ბიჭი?
91 გოგო. 58 ბიჭი.

გამოკითხული ადამიანების რამდენი პროცენტია ინფორმირებული კიბერდანაშაულის შესახებ.
ინფორმირებულია 86,6%

გამოკითხული ადამიანების რამდენი პროცენტი არ არის ინფორმირებული კიბერდანაშაულის შესახებ.
არ არის ინფორმირებული 13,4%

კვლევის ანალიზი: აღწერეთ რა შედეგი აჩვენა კვლევამ და როგორ შეაჯამებდით აღნიშნულ მონაცემებს
ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა საკმაოდ კარგი შედეგი,რადგან ჩვენს მიერ გამოკითხული ადამიანების 86,6% კარგად არის ინფორმირებული თუ რა არის კიბერდანაშაული.ასევე ძალიან კარგია ის რომ მათ იციან თუ როგორ უნდა აარიდონ თავი კიბერთავდასხმას.მიუხედავად კარგი შედეგისა ჩვენს მიერ გამოკითხული ადამიანების გარკვეულმა რაოდენობამ, 13,4%-მა არ იცის რა არის კიბერდანაშაული და რა საფრთხეს წარმოადგენს ის ადამიანებისათვის. ძალიან საყურადღებოა იმ ადამიანების დაცვა რომლებიც არ არიან ინფორმირებულები რადგან ისინი დგანან საფრთხეში ჩავარდნის წინა პლანზე.საუბედუროდ სწორედ ეს ადამიანები ხდებიან მსხვერპლნი ამ დანაშაულისა.როდესაც კვლევა ჩავატარეთ ჩვენს კითხვარში გვქონდა მოცემული ესეთი კითხვა ,,გქონიათ თუ არა სურვილი რომ ჩაგედინათ კიბერდანაშაული”? რაზეც საკმაოდ გასაკვირი პასუხი მივიღეთ რასაც ნამდვილად არ ველოდით. ჩვენს მიერ გამოკითხული 150 რესპოდენტიდან 3,3%-ს ჰქონდა სურვილი რომ ჩაედინა კიბერდანაშაული,ამ პასუხების ავტორები იყვნენ უმეტესწილად 13-17 წლამდე ასაკის მოზარდები. ეს კი ძალიან ცუდი მაჩვენებელია და მიუთითებს იმაზე რომ სახელმწიფომ და არასამთავრო ორგანიზაციებმა მეტი პროექტები განახორციელონ ამ საკითხთან დაკავშირებით და მოსწავლეებს პირნათლად გააცნონ თუ რა საფრთხის შემცველია ეს დანაშაული.ასევე უნდა ჩატარდეს სხვადასხვა ტრენინგები და მოსწავლეებს უნდა გააგებინონ თუ რა სასჯელს ითვალისწინებს ამ დანაშაულის ჩადენა