მარიამ ბერძენიშვილი

რა ასაკობრივი ზღვარი გამოკითხეთ?
13-25
რამდენი იყო აქედან გოგო და რამდენი ბიჭი?
გოგო – 62, ბიჭი – 38.
გამოკითხული ადამიანების რამდენი პროცენტია ინფორმირებული კიბერდანაშაულის შესახებ.
ინფორმირებული არის – 58%.
გამოკითხული ადამიანების რამდენი პროცენტი არ არის ინფორმირებული კიბერდანაშაულის შესახებ.
არ არის ინფორმირებული – 42%.
კვლევის ანალიზი: აღწერეთ რა შედეგი აჩვენა კვლევამ და როგორ შეაჯამებდით აღნიშნულ მონაცემებს
პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ გამოვკითხეთ 100 ადამიანი. შედეგები სახარბიელო არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ არაინფორმირებულთა პროცენტული მაჩვენებელი ინფორმირებულებზე დაბალია, ეს მაჩვენებელი მაინც დიდია. დეტალურად გავეცანი თითოეულ კვლევას, უმეტესმა მათგანმა იცის კიბერდანაშაულის განმარტება, უმეტესმა იცის მისი მნიშვნელობაც, მაგრამ მის წინააღმდეგ საბრძოლველი გზები მხოლოდ მცირეოდენმა მათგანმა იცის, რაც ჩემი აზრით, დიდ პრობლემას წარმოადგენს და დიდი საფრთხის წინაშე აყენებს თითოეულ მათგანს.აღსანიშნავია ისიც, რომ უმეტესი მათგანი არ ყოფილა კიბერ დანაშაულის მსხვერპლი, ხოლო, რომლებიც ამ პრობლემებზე საუბრობენ, ამბობენ, რომ ისინი მომსწრე გამხდარან მეგობრის საფრთხეში ჩავარდნის. უმეტესად აღინიშნებოდა სხვადასხვა პირად აქაუნთებზე  წვდომის მოპოვება, საბანკო ბარათის მონაცემების მოპოვება და თანხის მოპარვა, უცხო საიტიდან გარკვეული მცდელობა საბანკო ბარათის მონაცემების მოპოვების, სხვის სოციალურ ქსელზე წვდომის მოპოვება, ფოტოსურათების, პირადი ინფორმაციის გასაჯაროვება, ამავე გზით ფულის გამოძალვა და ასე შემდეგ. ის კატეგორია, რომლებმაც მეტნაკლებად იციან ასეთი საფრთხისაგან თავის დაცვა, ამბობენ: მუდმივად განვაახლოთ დაცვის სისტემა, სანამ გავივლიდეთ ავტორიზაციას ამა თუ იმ საიტზე, დავრწმუნდეთ მის ავთენტურობაში. ყოველთვის შევარჩიოთ ძლიერი კოდი და რა თქმა უნდა მათ იციან, რომ აღნიშნული ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში უნდა მიმართონ სათანადო ზომებს და დაუკავშირდნენ შესაბამის სამსახურს – პოლიციას. ამ შედეგების მიხედვით, ჩემი ანალიზი ასეთია: არსებობს უამრავი ახალგაზრდა და არა მხოლოდ ისინი, რომლებიც საერთოდ არ ფლობენ მათთვის სასიცოცხლოდ საჭირო ინფორმაციას, რაც ნამდვილად არ არის კარგის მომასწავლებელი. რაც უფრო იხვეწება კომპიუტერული ტექნოლოგიები, კომპიუტერული პროგრამები, მით უფროდაუფრო იხვეწება კიბერ დანაშაულის ჩადენის გზებიც. ხალხის არაინფორმაციულობა კი პირდაპირ მოქმედებს ამ საკითხზე და ხელს უწყობს დამნაშავეს ამა თუ იმ დანაშაული ჩადენაში. ამისათვის საჭიროა დავიხმაროთ სხვადასხვა მექანიზმები, სხვადასხვა იდეები, რაც გამოიწვევს საზოგადოების დაინტერესებას და ინფორმაციულობის გაზრდას. ამით შევძლებთ შევამციროთ საფრთხის რისკი, რაც ყველასათვის მნიშვნელოვანია. პირადად ჩვენთვის კი პროექტი “სამართალდამცავი” არის ამ ინფორმაციის მიღების წყარო და მასში მონაწილეობა თითოეული ჩვენთაგანისთვის არის ერთ-ერთი საუკეთესო წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენს ცხოვრებაში.