ნანა ფარქოსაძე

წევრების მიერ შესრულებული სამუშაოები: ამ კვირის განმავლობაში ჩემი გუნდი მუშაობდა ბოლო მეექვსე დავალებაზე.ჩავიწერეთ კარაოკე სიმღერა და ასევე ვახერხებდით კონკურსზე წარდგენილი ბონუს დავალება “ვებინარის” გავრცელებას მოსაწონებლად.

სირთულეები: სირთულეები არ გვქონია.თუ არ ჩავთვლით ინტერნეტის ხარვეზებს.

მიღწევები: ეს ჩემი ბოლო პატაკია! ბოლო შანსი რომ მოგიყვეთ იმ გამოცდილების,ემოციების შესახებ რომელიც “სამართალდამცავ 2”-ში მივიღეთ. ყოველდღიური მუშაობა, საინტერესო იდეები, რეალური ფაქტები რომელსაც უმნიშვნელოდ ვთვლიდი პროექტში მონაწილეობის დაწყებამდე. ახალი საინტერესო ურთიერთობები .კიბერ დანაშაულთან ბრძოლის მნიშვნელოვანი გამოცდილება. და ეს ყველაფერი არაა. “სამართალდამცავმა 2 ” რეალურად უფრო მეტი გვაჩუქა ვიდრე ჩანს. ჩემი გუნდისთვის ეს არ იყო მხოლოდ საინტერესო პროექტი. ეს ჩვენი ძალების,მიზნების, მოტივაციის დემონტირება იყო. გარკვეული კომპლექსების ჩამოშორება. სტრატეგიული ნაბიჯების დასახვა, დღის წესრიგის დადგენა. და რაც მთავარია გუნდური მუშაობა. როგორც ჩვენმა სამართალდამცავმა (ბატონმა ლევანმა ) ზოგადი მსჯელობის დროს ჩვენთან აღნიშნა. “ადამიანს აქვს გუნდურობისკენ მიდრეკილება” ჩვენ კი ამ მიდრეკილების ძალიან კარგი მაგალითი გავხდით მითუმეტეს ამ ბოლო დღეების განმავლობაში როცა ყველაფერი დასასრულს უახლოვდება.ყველა გუნდი იბრძვის ათეულში მოხვედრისთვის.დიდი შანსია გუნდურობის დაკარგვის,ერთმანეთში კომპლიქტების ჩამოყალიბების და ურთიერთობების გაცივების. თუმცა ჩვენი გუნდი ნამდვილად გამორჩეულია. იმაზე მეტი გუნდურობა,მეტი მოტივაცია გვაქვს ვიდრე თამაშის დასაწყისში გვქონდა.. ბოლო დავალებები უფრო შეჯამება იყო ჩვენი ნასწავლის. დავრწმუნდით რომ მხოლოდ განმარტების სწავლა ვერ დაგვეხმარება კიბერდანაშაულისგან თავის დაცვაში.. დავალებასთან ერთად ვმუშაობდით კონკურსზეც სადაც ჩვენი ჩატარებული “ვებინარი ” იყო გატანილი. ჩვენს ახლობლებს,მეგობრებს ნათესავებს.თითქმის ყველას ვინც კი Facebook-ის აპლიკაციას იყენებს.ვუზიარებდით ლიკნს და ლაკონურად მოვუთხრობდით ჩვენი მიზნების შესახებ. ისინიც ინტერსედებოდნენ და მოითხოვდნენ რაც შეიძლება მეტი მოგვეთხრო პროექტზე. წარმატებებს გვისურვებდნენ და ჩვენი თხოვნით ლინკს საკუთარ მეგობრებს უგზავნიდნენ.. მიუხედავად იმისა რომ ყოველ მათგანთან მიმოწერა ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის.მაინც დიდ სირთულეს წავაწყდი როგორ წარმომეჩინა მათთვის პროექტის ნამდვილი სახე და დაგვეინტერესებია ისინი ჩვენი პროექტით ბევრ მათგანს გაუჩნდა იმის სურვილი რომ თუ კიდევ ჩავატარებდით ვებინარს დიდი სიამოვნებით შემოგვიერთდებოდნენ. ზოგიერთმა მათგანმა პროექტში მონაწილეობის მიღებაც კი მოისურვა ჩემი მთავარი გზავნილი თქვენთან მიუხედავად იმისა რომ თამმში შეიძლება ვერ გამივაჯვოთ, თამაშის დაწყებიდანვე თავს მაინც გამარჯვებულად ვგრძნობ რადგან მე მქონდა იმის საშუალება მემუშავა საინტერესო და სასიამოვნო ადამიანებთან მადლობა მათ რომ დამანახეს “გუნდურობის” საუკეთესო მხარეები.და მადლობა თქვენ ამ პროექტისათვის