ანა მეგრელიშვილი

წევრების მიერ შესრულებული სამუშაოები: მიუხდავად იმისა რომ თამაშის დასასრული ახლოვდება ის მაინც აზარტულია ჩვენთვის. ბოლო კვირაა და ჩვენი გუნდი კვლავ კონცენტრირდება მოხაზულ გეგმაზე, ერთმანეთის მხარდაჭერაზე და ერთობლივ საქმეში წვლილის შეტანაზე. ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს და ქოლექტიურად ვაგებთ მასზე პასუხს. ჩვენთან ორგანიზებულად მიმდინარეობს პროცესები და ამიტომაც გვაქვს ერთმანეთთან გამომუშავებული ჯანსაღი კომუნიკაცია. ჩვენ, ინდივიდებს, ყველას ერთად შეგვიძლია თვისობრივად აბსოლუტურად განსხვავებული და გაცილებით უკეთესი შედეგების მიღწევა. ამ კვირაში იყო პირველი პრეზენტაცია. მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი მოხდა დისტანციურად და ონლაინ რეჟიმით, საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენთვის და დამსწრეებისათვის. დროის მენეჯმენტი სწორად გავთვალეთ. ყველაფერი დავალაგეთ თანმიმდევრობით და შემდეგ მოქმედება დავიწყეთ. შევიმუშავეთ საბოლოო სტრატეგია, საბოლოო გეგმა, რომელიც ჩვენთვის პირველ ადგილზე დგას.

სირთულეები: სისტემატიურად მივყვებით პროექტს და მისი წესებით ვთამაშობთ, მაგრამ სირთულეს თავი არ უჩენია. ალბათ ზედმეტად ერთნი ვართ იმისათვის, რომ სირთულემ გვძლიოს და რამე დაგვაკლოს.

მიღწევები: მიღწევებზე ბევრის თქმა შემიძლია. პირველ რიგში ხაზს გავუსვამ იმას, რომ რამოდენიმე ადამიანთა ერთობლიობას გუნდი არ ჰქვია, მას თავისი თავისებურებები და პერსპექტიული მნიშვნელობით ახასიათებენ. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ შეგვექმნა გუნდი. გუნდმა შეგვიქმნა სამუშაო გარემო. ჩვენ ყველა ვებინარზე თუ კონფერენციაზე აქტიურობის მაღალი მაჩვენებელი დავდეთ, რომელმაც საკმაოდ კარგი შედეგი მოგვცა. ჩვენი ძლიერი მხარეები წარმოვაჩინეთ და ერთმანეთს სუსტი მხარეების აღმოფხვრაში დავეხმარეთ. საბოლოოდ კი უფრო მეტად ქმედითუნარიანები გავხდით, უფრო პერსპექტიულები, უფრო განვავრცეთ ხედვა და სულ წინ და წინ მივიწევთ. ყველა ვიმსახურებთ პროექტში რაღაც ადგილს. ვფიქრობ, ასეთი გუნდურობა თავად მიღწევაა, მაგრამ ამ გუნდს კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეუძლია. ბოლო დღემდე