შეხვედრის თემა:
ჩვენა გინდა “მოცეკვავე კაცუნება” გადაწყვიტა, რომ ვებინარი ჩაეტარებინა თემაზე: “ტრეფიკინგი”. ეს თემა იმიტომ ავირჩიეთ, რომ ვფიქრობთ აქტუალური თემაა, ამასთან ერთად ახალგაზრდები ხშირად არიან ტრეფიკინგის მსხვერპლნი. ისინი უნდა იყვნენ ინფორმირებულები ამ თემასთან დაკავშირებით, რადგანაც უმეტესად მათი არაინფორმირებულობა იწვევს ამ პრობლემის გაღრმავებას. მე, გიორგი ლომიძემ, გუნდის ერთ-ერთმა წევრმა წარვადგინე პრეზენტაცია და ვეცადე ბავშვებისთვის უფრო მეტად გასაგებ ენაზე და მარტივად გადამეცა და მიმეტანა ეს თემა. პრეზენტაციის მიმდინარეობის დროს, იყო კავშირიც და უკუკავშირიც. ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულები და ყველა დასმულ კითხვაზე, იმდენად კარგად პასუხობდნენ, რომ მცირედის დამატება მიწევდა. ასევე მოვიფიქრე “კაზუსები”, რამაც უფრო დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია, კაზუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასევე მოჰყვა დისკუსია, რამაც გამაოცა. იყო ბავშვების არგუმენტები, იმდენად სწორი და საღი არგუმენტები, რომ აღფრთოვანებული დავრჩი. ბავშვები სწორად ხვდებოდნენ იმ პრობლემას რა პრობლემაცაა “ტრეფიკინგი”. ბავშვებისგან იყო დასმული კითხვები, რაზეც ვფიქრობ ამომწურავი პასუხები გავეცი და ეს თვითონ ბავშვებმაც დაადასტურეს. ყველაფერ ამასთან, ბავშვები თავის აზრს გამოთქვამდნენ ღიად და არ იზღუდებობდნენ სხვადასხვა წესებით. თუ რომელიმე ბავშვი ვერ ჩამოაყალიბებდა თავის არგუმენტს, ვეხმარებოდი და ვაძლევდი საშუალებას რომ სხვა მსმენელთათვის გასაგები ყოფილიყო. ასევე აღსანიშნავია, ბავშვების დისციპლინა, რამაც დიდი როლი ითამაშა პრეზენტაციის სრულფასოვნად ჩატარებაში. ბავშვები აცდიდნენ ერთმანეთს საუბარს და ერთმანეთის აზრს პატივს სცემდნენ, აქედან გამომდინარე მათი აზრებიც ემთხვეოდა ერთმანეთს და ამით ძალიან გახარებული დავრჩი, რადგანაც ყველა ზუსტად იმ დეტალებს მეუბნებოდა, რაც საჭირო იყო. ბოლოს კი გადავწყვიტე, რომ ბავშვებს შეეფასებინათ ტრენინგი და ტრენერი. მათგან კი დადებითი ემოცია და დადებითი კომენტარები მივიღე. მათი თქმით ეს ტრენინგი მათ დაეხმარება სამომავლოდ თავი დაიცვან ნებისმიერი ტიპის ტრეფიკინგისგან. მეც აღფრთივანებული და მადლობელეი ვარ მათი ასეთი ჩართულობით და გულწრფელობით.

დაგეხმარათ თუ არა სამართალდამცავი ან მასწავლებელი სემინარის ორგანიზების პროცესში? თუ კი, როგორ?
მასწავლებელმა პრეზენტაციის ჩატარებამდე მოგვცა რამდენიმე რჩევა და რაღათქმაუნდა ეს რჩევები გავითვალისწინეთ და ძალიან კარგი შედეგიც მივიღეთ.