ბაია ასანიძე

წევრების მიერ შესრულებული სამუშაოები: და დადგა ეს დროც! უკანასკნელი პატაკი! ამ კვირის განმავლობაში ჩემმა გუნდმა აქტიურად იმუშავა კარაოკეზე და ჩაწერა ვიდეო, ასევე დავიწყეთ მუშაობა უკანასკნელ ბონუს დავალებაზე – ონლაინ ფლეშმობზე. ჩვეულებისამებრ შევასრულეთ ორი დავალება, რომელთაგან პირველზეც ნამდვილად დიდი მუშაობა გავწიეთ, ვიკამათეთ, ვიმსჯელეთ, განვიხილეთ სხვადასხვა ვარიანტები და საბოლოდ სწორ პასუხამდეც მივედით. მეორე დავალებას რაც შეეხება მისი სირთულე ახლოსაც ვერ მივა პირველის სირთულესთან; ყველამ ერთად და ერთხმად დავაფიქსირეთ სწორი პასუხი. თუ შეიძლება რომ ეს სამუშაოებში ჩაითვალოს, გეტყვით რომ ამ კვირის განმავლობაში გუნდი ფიზიკურად შევკრიბე, რათა მათთვის დამსახურებული საჩუქრები გადამეცა… ეს შეკრება ძალიან კარგად აისახა თითოეულ ჩვენგანზე, მოგვეცა მეტი სტიმული და უკვე განახლებული ძალებით შევუდექით ფლეშმობზე მუშაობას… ყველას ძალიან მოეწონა საჩუქრები, ისევე როგორც მე; ამისთვის დიდი მადლობა თქვენ!

სირთულეები: სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ამ კვირის განმავლობაში არანაირი სირთულე არ გვქონია; ვთვლი რომ აქტიური მსჯელობა კითხვაზე სირთულე არ არის; ეს უბრალოდ თამაშის ნაწილია. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, მე ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდის მუშაობით! ნამდვილად მეამაყება, რომ მათი კაპიტანი ვარ!

მიღწევები: რას მივაღწიეთ? აი, უკვე პროქტის ბოლოს ვუახლოვდებით და ჯერ ისევ არ შემიძლია დავასახელო ჩვენი მთავარი მიღწევა, დარწმუნებით. ძალიან დიდი შედეგად მივიჩნევ იმ ცოდნას რომელიც ამ გასაოცარმა პროექტმა შეგვძინა არამარტო ჩვენ, არამედ ჩვენს მეგობრებს; მაგრამ ალბათ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეებიც არსებობს – მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა, დახმარება – იყო დრო როცა ჩვენ დაგვეხმარნენ, და დადგა დრო როცა მე გავუწოდე სხვას დახმარების ხელი… რაც მთავარია სრულიად უცხო ადამიანს… ვფიქრობ პროექტთან დაკავშირებული თითოეული ადამიანი ჩემთვის ყოველთვის კარგ მოგონებად დარჩება, მიუხედავად იმისა ვიცნობ თუ არა ყველა მათგანს. ამ პროექტმა რაღაც მაგიური ძალიათ გაგვაერთიანა, მართალია ჩემი გუნდის წევრები ჩემი ნაცნობები და ზოგი კარგი მეგობარიც არის, მაგრამ „სამართალდამცავი 2“ -ის შემდეგ ჩვენ ერთმანეთისთის იმაზე მეტნი გავხდით ვიდრე უბრალოდ მეგობრები, ამას გუნდიც არ ქვია, თითქოს ერთ ოჯახად ვიქეცით. ერთმანეთის უკვე უსიტყვოდ გვესმის; რა უნდა იყოს ამაზე მნიშვნელოვანი? თეორიული ცოდნა ? გამოცდილება ? კვლევების ჩატარება ? თუ ვიდეორგოლების აწყობა ? ან იქნებ ყველაფერი ეს ერთად ქმნის სწორედ იმ ურთიერთობას რაც ჩვენ, სამართალდამცავებს ჩამოგიყალიბდა… ვინ იცის? ერთადერთი რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ არის ის რომ ეს ყველაფერი თქვენი და „სამართალდამცავი 2“ -ის დამსახურებაა. #მადლობათქვენ! შეიძლება უკანასკნელი პატაკის კვალობაზე მოკლეა, მაგრამ მინდა იცოდეთ რომ ჩვენს გულებში ამაზე გაცილებით მეტი არის დამალული, ის რასაც სიტყვებით ვერასოდეს გადმოგცემთ! <3