ანასატსია კიკალიშვილი

ძალიან მიმძიმს ამ ამბის გახსენება, თუმცა თავს ვალდებულად ვთვლი, რომ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, რათა არ აღმოჩნდეთ მსგავსი დილემის წინაშე.
დაახლოებით ორი წლის წინ, ბ.კ-მ ხელთ იგდო ჩემი მეგობრის ა.ხ-ს მობილური ტელეფონი და ხელთ იგდო ისეთი ფოტოები, რომელთა გასაჯაროებასაც ა.ხ არ ისურვებდა. შემდეგ ეს კადრები ატვირთა მის მიერ შექმნილ გვერდზე. ბ.კ-მ გვერდზე დაამატა ა.ხ-ს მეგობრები, ნათესავები, მასწავლებლები, მშობლები და სულ რამდენიმე წუთში, აღნიშნული ფოტოები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა და არაერთი უარყოფითი გამოხმაურებაც მოჰყვა. ამ ამბის გამოაშკარავების შემდეგ ა.ხ თანატოლებისგან მუდმივი ბულინგის მსხვერპლი გახდა, რის გამოც ის სოციუმს გამოეყო. მე, როგორც ა.ხ-ს მეგობარი მასზე ძალიან ვღელავდი და ვშიშობდი, რომ მისი ეს მდგომარეობა საბოლოოდ ფატალურ შედეგს მიიღებდა. ამიტომ, მას დაველეპარაკე და ვუთხარი რომ თუ ყველა ფიქრსა და ეჭვს გამიზიარებდა, შევძლებდით ამ ყველაფრის ჩამდენის ვინაობის გაგებას. საბედნიეროდ, ა.ხ-მ ჩემს წინაშე გულწრფელობა გამოიჩინა და მიამბო ყოველივე მომხდარის შესახებ. აღმონჩნდა, რომ მან იცოდა, თუ ვინ იდგა ამ ამბის უკან, თუმცა მისთვის წინააღმდეგობის გაწევას შიშობდა. მე მეყო კომპეტენცია იმისა, რომ დავლაპარაკებოდი ბ.კ-ს, რათა სიმართლისთვის ფარდა ამეხადა. აღმოჩნდა, რომ ბ.კ-ს არავითარი მზაკვრული მიზნები არ ამოძრავებდა და ჩადენილი ქმედება მხოლოდ ხუმრობით შემოიფარგლებოდა. მე მას ავუხსენი, რომ მისი ეს ქმედება იყო სისხლის სამართლის სერიოზული დანაშაული, რომელიც კიბერბულინგად იწოდება. ჩემმა ნათქვამმა ბ.კ აღაშფოთა, რადგან ის არ იყო ინფორმირებული კიბერდანაშაულზე. მან არ იცოდა, რომ მისი ქმედება ასეთი სერიოზული სახის იყო. თუმცა, მე ავუხსენი თუ როგორ შეიძლებოდა ყველაფრის გამოსწორება. ბ.კ-მ პირველ რიგში წაშალა ა.ხ-ს ფოტოები სოც. ქსელიდან და მას პირადად მოუხადა ბოდიში. ბ.კ ძალიან ნანობდა და სცხვენოდა ჩადენილის ქმედების. თუმცა, ა.ხ დაპირდა, რომ არავის ეტყოდა იმას, რომ ეს ყველაფერი ბ.კ-ს ნამოქმედარი იყო. ბ.კ-მ კი იმავე გვერდზე დაწერა, რომ ადრე გამოქვეყნებული ა.ხ-ს კადრები არ შეესაბამებოდა სიმართლეს და მხოლოდ დაედითებული იყო. ამ გზით, ა.ხ დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ხოლო ბ.კ-ს დანაშაული არ გაჟღერდა და რაც მთავარია, ბ.კ-მ შეიტყო კიბერდანაშაულის შესახებ და ამ ცოდნას აუცილებლად გაუზიარებს მეგობრებს.
თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ბევრი ადამიანის ცხოვრების შეცვლა თუნდაც იმ ინფორმაციის გაზიარებით, რაც ჩვენს ცნობიერებაშია. იმედი მაქვს, რომ ჩემი ამბავიც გამოიღებს შედეგს და ამით შევასრულებ იმ პასუხისგებლობას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აკისრია.