ანასტასია კიკალიშვილი

რა ასაკობრივი ზღვარი გამოკითხეთ?
გამოკითხულთა ასაკობრივი ზღავრი იყო 10 წლიდან 43 წლამდე
რამდენი იყო აქედან გოგო და რამდენი ბიჭი?
51 (46.8%) მამრობითი სქესის წარმომადგენელი; 58 (53.2%) მდედრობითი სქესის წარმომადგენელი
გამოკითხული ადამიანების რამდენი პროცენტია ინფორმირებული კიბერდანაშაულის შესახებ.
გამოკითხული საზოგადოების 72.5% ფლობს ინფორმაციას კიბერდანაშაულის შესახებ
გამოკითხული ადამიანების რამდენი პროცენტი არ არის ინფორმირებული კიბერდანაშაულის შესახებ.
გამოკითხულთა 12.4% არ არის ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით
კვლევის ანალიზი: აღწერეთ რა შედეგი აჩვენა კვლევამ და როგორ შეაჯამებდით აღნიშნულ მონაცემებს

XXI საუკუნე თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაა. დღესდღეობით თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. აღსანიშნავია ისიც, რომ დროთა განმავლობაში მათი მომხმარებელთა რაოდენობაც იმატებს. თუმცა, ამ ტექნოლოგიების მოხმარება დაკავშირებულია ისეთ საფრთხეებთან, როგორიცაა მაგალითად კიბერდანაშაული.  ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების გამოკვლევა კიბერდანაშაულის  საკითხის შესახებ, რომელაც გლობალური ფორმა აქვს მიღებული. ჩვენს მიერ ჩატრებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმეტესობამ იცის თუ რას ნიშნავს კიბერდანაშაულის მცნება , თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ შორის რამდენიმე ადამიანი არ არის ინფორმირებული იმ დამხმარე მექანიზმების შესახებ, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ კიბერდანაშაული. კვლევამ გვიჩვენა, რომ გამოკითხულთა 17,4% ყოფილა კიბერდანაშაულის მსხვერპლი, მათი ასაკობრივი შუალედი კი 10-13 წელს შეადგენდა. ეს ყველაფერი მათი არაინფორმირებულობის შედეგად არის გამოწვეული. იმისათვის, რომ კიბერდანაშაულის მსხვერპლთა რიცხვი შევამციროთ, აუცილებელია ისეთი ღონისძიებების ჩატარება, რომელთა საშუალებითაც მოსწავლეები ადრეული ასაკიდან გაეცნობიან ტექნოლოგიების უსაფრთხო მოხმარებას. ამისთვის კი ძალიან კარგი საშუალებაა სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ კლუბების მიერ ამომწურავი ინფორმაციის შემცველი სემინარები. ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება იმაში, რომ ამ საშუალებით  შევძლებთ ამ პრობლემის აღმოფხვრას.