ლიზი სალაყაია და გიორგი სანიკიძე

რა ასაკობრივი ზღვარი გამოკითხეთ?
ასაკობრივი ზღვარი იყო, 10 წლიდან 67 წლამდე.

რამდენი იყო აქედან გოგო და რამდენი ბიჭი?
39 (37.1%) მამრობითი სქესის წარმომადგენელი 66 (62.9%) მდედრობითი სქესის წარმომადგენელი

გამოკითხული ადამიანების რამდენი პროცენტია ინფორმირებული კიბერდანაშაულის შესახებ.
საზოგადოების 45.7% ინფორმირებული იყო კიბერდანაშაულზე.

გამოკითხული ადამიანების რამდენი პროცენტი არ არის ინფორმირებული კიბერდანაშაულის შესახებ.
17.1% საერთოდ არ ფლობდა ინფორმაციას ამ თემასთან დაკავშირებით.

კვლევის ანალიზი: აღწერეთ რა შედეგი აჩვენა კვლევამ და როგორ შეაჯამებდით აღნიშნულ მონაცემებს
XXI საუკუნე გლობალიზაციის ერაა. სამყარო სულ უფრო და უფრო “ღია” ხდება იმ პროცესებისადმი, რომლებიც საუკუნეების წინ, კაცობრიობას წარმოუდგენელი ეჩვენებოდა. თითქოს კიბერდანაშაული დღესდღეობით, უკვე აქტუალურ თემად იქცა და უკვე უამრავ რეკომენდაციას აქვეყნებენ ხალხისთვის, ვინაიდან არ მოხდეს მათი მოტყუება. ცდილობენ, რომ საზოგადოებას ცნობიერება და ინფორმირებულობა აუმაღლონ. ჩვენი კვლევით, გავაკეთეთ დასკვნები, თუ რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება ამ კუთხით, დავასკვენით თუ რამდენად სწორ ინფორმაციას ფლობს საზოგადოება, ასევე აღმოვაჩინეთ რომ, ასაკოვან ხალხსაც არ აქვს საჭირო ინფორმაცია. ყოველივე ეს კი განპირობებულია იქიდან გამომდინარე რომ, კიბერდანაშაულის შემთხვევები მომრავლდა ახლა. კვლევაში 105 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, 10-დან 67 წლამდე , როგორც უკვე ვახსენეთ, აქედან 39 (37.1%) მამრობითი სქესის წარმომადგენელი იყო, ხოლო 66 (62.9%) მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, რაც შეეხება ინფორმირებულებას იყო შემდეგნაირი: ნაკლებად ინფორმირებულნი ან საერთოდ ინფორმაციის გარეშე კიბერდანაშაულის თემასთან დაკავშირებით, ძირითადად იყვნენ 13-დან 16 წლამდე, მცირე რაოდენობით, იყო 18 (1 მოსწავლე) და 17 (3 მოსწავლე) წლის მოსწავლეები, რომლებიც ან ნაწილობრივ იყვნენ ან საერთოდ არ იყვნენ იფორმირებულნი, ასევე მათთან ერთად, ასაკოვანი ხალხის ინფორმირებულობა იყო ნაკლები, მხოლოდ დაბალი რაოდენობის, თუმცა მაინც მოგვეპოვებოდა მათი არაინფორმირებულობის შესახებ. დადებითი პასუხის შემთხვევაში, დასმულ კითხვაზე თუ რა არის კიბერდანაშაული? პასუხების უმეტესობა სწორად არ იყო გაცემული, თუმცა ასევე იყო საინტერესოდ გაცემული პასუხებიც ჩვენს მონაცემებში, ისინი წარმოგვიდგენდნენ შემდეგნაირ არგუმენტებს, რომ კიბერდანაშაული არის კომპიუტერით ჩადენილი არალეგალური ქმედება, ონლაინ თაღლითობა, კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება. ასევე დასმული იყო კითხვა, გამხდარხართ თუ არა თქვენ ან თქვენი მეგობარი კიბერდანაშაულის მსხვერპლი? სამწუხაროდ 46 პასუხი იყო დადებითი, მათ სოციალურ ქსელებს უტეხდნენ, ან უვრცელებდნენ რაიმე პერსონალურ ინფორმაციას (ფოტოებს, პირად მონაცემებს და ა.შ), ქმნიდნენ მათი სახელით ყალბ ექაუნთებს და ხდებოდა ფულის გამოძალვა,ადანაშაულებდნენ პორნოგრაფიული საიტების გამოყენებაში და ა.შ. შემდეგი კითხვა კი მდგომარეობდა იმაში, თუ როგორ უნდა აერიდებინათ მსგავსი საფრთხეები თავიდან. ბევრი დამაკმაყოფილებელი პასუხი მივიღეთ, თუმცა ეს კითხვა პასუხგაუცემელიც იყო,მწირე ინფორმირებულობის გამო, ამ დადებითი პასუხის შემთხვევაში დასმულ კითხვაზე, დამაკმაყოფილებელი პასუხები იყო ასეთი: 1)გამოიყენეთ რთული პაროლი. 2)ისარგებლეთ სანდო წყაროებით და არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულზე. 3)არ გამოიყენეთო არასანდო, უპაროლო Wi-Fi ქსელი. 4)გადაამოწმეთ უსაფრთხოების პარამეტრები და დარწმუნდით, რომ თქვენი პროფილი დაცულია და ა.შ კვლევა, საკმაოდ პროდუქტიული და საინტერესო სამსჯელო გამოდგა, გავიგეთ რომელ ასაკობრივ კატეგორიაში რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება, რაც იმაში დაგვეხმარა, რომ ვებინარის თემა სწორედ კიბერდანაშაულზე აგვერჩია და იმ ასაკის წარმომადგენლებს, რომლებიც ან ნაწილობრივ ან საერთოდ არ იყვნენ ინფორმირებულნი, ძირითადად მათზე მოგვეხდინა კონცენტრაცია.