მასწავლებელი: ჯონდო ქიტიაშვილი
ბონუს დავალება: მასწავლებლის ანგარიში

გუნდების სახელები: “მოცეკვავე კაცუნები”;     “თრიალეთი”

 მონაწილეები ახალგაზრდები არიან, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან მათ მოტივაციაზე მუშაობა და მისი მუდმვად ამაღლება სჭირდაბათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან დაინტერესებულები და მონდომებულები არიან. მათ, როგორც ბაშვებს, ღალატობთ მოთმინება და ყველაფერზე ძალიან ჩქარობენ ხოლმე. აღელვებთ როცა რეიტინგში სხვა გუნდებს თავიანთ გუნდზე წინ ხედავენ. ასევე ვფიქრობ, რომ მონაწილეებს სჭირდებათ მოწესრიგებულობა, დისციპლინა და უფროსის გვერდში დგომა, მისი მხრიდან კი გამხნევება. როგორი შრომისმოყვარენი და მოტივირებულებიც არ უნდა იყვნენ, მაინც ესაჭიროებათ ხელმძღვანელის თანადგომა და გვერდით ყოლა. მათ უნდა ისწავლონ წესრიგის აუცილებლობა, მოთმინება, საჭიროების შემთხვევაში ლოდინიც.

გუნდებთან ერთობლივი მუშაობის დროს თავიდანვე შევიმუშავეთ მოქმედების სტრატეგია. ჩამოვაყალიბეთ ის პირობები, რომელსაც თითოეული მათგანი უნდა დამორჩილებოდა. მოგახსენებთ ამ პირობებიდან ზოგიერთ მათგანს:

  • კარგად ვაანალიზებთ ძირითად დავალებებს და ისე ვაგზავნით, მაიცდამაინც ძალიან არ ვჩქარობთ ძირითადი დავალებების გაგზავნას; 
  • ბონუს დავალებებს  პერიოდულად ვასრულებთ და ვაგზავნით; 
  • თითოეული წევრის კითხვა იგზავნება მხოლოდ კარგად გაანალიზების შემდეგ; 
  • შეთანხმებულები ვართ, რომ არ გამოტოვებენ არცერთ ვებინარს და კონფერენციას, გუნდის წევრები ამ მიმართულებით უნდა იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულნი და აქტიურნი; 
  • და ბოლოს, ვფიქრობ მთავარი შევთანხმდით რომ  ყველაფერი უნდა ვაკეთოთ მაქსიმალურად ხარისხიანად.

გუნდების მუშაობა არის ძალიან კოლეგიალური და ურთიერთშეთანხმებული. ისინი არ წყვეტენ არცერთ მნიშვნელოვან საკითხს ერთმანეთთან აზრების გაზიარების გარეშე.

ისინი თავიდანვე იყვნენ ძალიან მოტივირებულნი, რადგან ბევრ მათგანს სამართლის სპეციალობა აქვს შერჩეული სამომავლოდ.  მათი მუშაობა გამოირჩევა სისტემატურობით, ჩემი ხელმძღვანელობით ისინი იკრიბებიან ყოველდღიურად, არჩევენ თითქმის ყველა დეტალს და კითხულობენ ყველა საჭირო ლიტერატურას, ეცნობიან და რამდენჯერმე კითხულობენ თამაშის წესებს.

მინდა მოგახსენოთ, პროცესში პირადად ჩემთვის ჩემთვის რა იყო საინტერესო მიგნება, რამაც ჩემს მოტივაციაზეც იქონია დიდი გავლენა.

თავიდან, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების მიზნით, მათ გავაცანი ამ პროექტის მიზანი (ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და სამართალდამცავებსა და ახალგაზრდებს შორის პოზიტიური ურთიერთობისა და ნდობის ფორმირება). შემდეგ მოსწავლეების განწყობაზე დადებითი გავლენა იქონია იმ ფაქტმა, რომ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია იყო საქრთველოში დაფუძნებული ახალგაზრდული ორგანიზაცია “თაობათა დიალოგი”, რომლის მიზანია ჩვენს ქვეყანაში შექმნას ისეთი სივრცე, სადაც სხვადასხვა ასაკის ადამიანებს ექნებათ ჰარმონიული ურთიერთობა ერთმანეთთან. ამ ფაქტმა ჩემზე, როგორც მასწავლებელზე ძალიან ემოციურად და დადებითად იმოქმედა, რადგან თაობათა შორის ურთიერთობის პრობლემა არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი კაცობრიობის საერთო პრობლემაა. ამ პრობლემას მე ვუყურებ ისტორიკოსის თვალით და ვხედავ რომ რაც კი არსებობს კაცთა მოდგმა, თაობათა შორის გაუცხოებულობაც არსებობს. ამის მაგალითად მე-19 საუკუნეც საკმარისია.

აქვე მინდა გამოვთქვა ჩემი მოსაზრება, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის ფაქტორს. როცა ბავშვები ხედავენ, თუ როგორ არის დაინტერესებული მათი მასწავლებელიც წარმატების მოპოვებით, ისინიც უფრო მეტად მონდომებულები და მიზანსწრაფულები ხდებიან.