სამართალდამცავი: ლევანი შალამბერიძე
ბონუს დავალება: სამართალდამცავის ანალიზი
გუნდების სახელები: კანუდოსი

მოგესალმებით, უკვე მეორედ ვწერ „ანალიზს“ და ვფიქრობ სამართალდამცავის ანალიზში ვარსკვლავები არ უნდა იწერებოდეს და ეს უბრალოდ უნდა იყოს საშუალება, რომ როდესაც რაიმეს თქმა მინდა სამართალდამცავს გუნდის სამუშო პროცესთან დაკავშირებით ამ გზით დავაფიქსირო ჩემი აზრი.

მერწმუნეთ ამას უფრო ხშირად დავწერდი, რადგან ამჟამად მზღუდავს მითითება რომელიც ამბობს რომ მსგავსი ანალიზი გარკვეული დროის ინტერვალით უნდა დაიწეროს რადგან გუნდის წევრები ყოველდღე ცდილობენ მეტი ინფორმაცია მიიღონ ამა თუ იმ დანაშაულზე და მასთან ბრძოლის გზებზე.

მოგეხსენებათ „სამართალდამცავი“_ს თამაშში უკვე მეორედ ვმონაწილეობ და მიხარია, რომ მსგავს პროექტში კიდევ მომეცა საშუალება მეთამაშა და ყოველთვის მოხარული ვიქნები მომავალშიც თქვენთან თანამშრომლობით.

აქვე აღვნიშნავ, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სამი გუნდი რომელთანაც ვარ დამატებული ნაკლებად აქტუალურია და ამით მოკლებული ვიყავი შესაძლებლობას გავცნობოდი მეტად საინტერესო ადამიანებს და მომესმინა მათი ხედვა, ამა თუ იმ საკითხზე და ეს არაერთხელ მაქვს აღნიშნული, თუმცა მეოთხე გუნდი სახელით „კანუდოსი“ არის გუნდი რომელმაც ერთი გამონათქვამი გამახსენა და ზემოაღნიშნული სამი გუნდის პასიური თამაში გადაფარა: „მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა“.


ცალკე მინდა გამოვყო გუნდი „კანუდოსის“ წევრების მონდომება, ისინი სრული შემადგენლობით ესწრებიან ყველა ვებინარს და გუნდის შეკრებას, ბონუს დავალების შესრულებისას კერძოდ მათ გავრცელებასთან დაკავშირებით გუნდი ერთად იყო ჩართული ამ პროცესში, ყველა ვთანხმდებოდით იმაზე რომ თამაში უნდა გვეთამაშა ღირსეულად და წესების დაცვით. რაც თამაშის ორგანიზატორების მიერ იქნა აღნიშნული 2020 წლის 10 მაისს ჩატარებულ ვებინარში სადაც ეს გუნდი იყო ერთ ერთი რომელმაც ამ კონკურსში გაიმარჯვა. ასევე კითხვებით მოსაპოვებელ ვარსკვლავებშიც აღნიშნულ ვებინარში ჩემმა გუნდის წევრებმა (ჩემზე ბევრად  უკეთ) ძალიან კარგად გაართვეს თავი მოცემულ დავალებას. რადგან მე კითხვაზე თუ რა მოქმედებები ხდება კვალის აღმოჩენისას პრაქტიკაში მაგალითი რომ ავიღოთ : შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ე.წ. კვალის აღმოჩენისას ხდება მისი ამოღება, რაც შემდეგ სათანადო წესით ილუქება სპეციალურ პაკეტში, რომ შემდეგში ის გადაგზავნილი იქნას ამა თუ იმ ექსპერტიზაზე. ეს პასუხი რატომღაც კითხვის სწორ პასუხად არ იყო აღნიშნული შესაბამის კითხვაში, თუმცა კარგი იყო, რომ შეცდომად ჩაითვალა და არც გაგვიპროტესტებია რადგან კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ მთავარი ვარსკვლავები არ არის მთავარია რა ვისწავლეთ, შემდეგში ეს ფაქტი გამოვიყენეთ და გუნდთან შეთანხმებით საშუალება მომეცა გუნდის წევრებთან ბევრი მესაუბრა გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების სპეციფიკაზე და ამით ზოგადი ცოდნა კიდევ უფრო გაგვეღრმავებინა.

გუნდის წევრების ურთიერთდამოკიდებულებაზე უკვე ვისაუბრე წინა ანალიზისას და აღვნიშნავ კიდევ ერთხელ,  რომ გუნდის წევრები ნანა ფარქოსაძე, ელენე ფარქოსაძე (ცნობისთვის ტყუპები არიან), ნათია ლაბაძე ნათია კუჭავა… და გუნდის ყველა წევრი არიან ძალიან კომუნიკაბელური ადამიანები. გამომდინარე იქედან რომ გუნდის უმეტესი ნაწილი არის ანსამბლ „ჩანამღერის“ წევრები და აქვთ „პრეტენზია“ 😀 რომ იყვნენ კარგი მუსიკის შემქმნელები, ვებინარამდე დათქმული გვქონდა (ჩემი ინიციატივით), რომ 2020 წლის 10 მაისს ვებინარში ვინც ვერ აიღებდა ვარსკვლავს ის იმღერებდა რაიმეს ქართული ხალხური სიმღერებიდან, ვებინარის შემდეგ ყველა მარტივად შევთანხმდით რომ ჩემი ვოკალური მონაცემების გამო ეს პირობა შეგვეცვალა.

ვინაიდან ამ გუნდ „კანუდოსთან“ გვიან ჩავერთე… პროექტის ორგანიზატორებს უამრავი მადლობის შემდეგ ბოდიშიც უნდა მოვუხადო, რომ დროის სიმცირის გამო ვერ ვასწრებთ თორემ გუნდის წევრების ვოკალურ მონაცემების საშუალებით სამართალდამცავის თამაშის გარკვეულ ე.წ. „ჰიმნს“ შევქმნიდით (რათქმაუნდა მე მხოლოდ მაყურებლის როლში).

მთავარი რაც მინდა ამით აღვნიშნო რომ გუნდის ყველა წევრი როგორც მოქმედ სამართალდამცავთან არის უშუალო და გულახდილი. ისიც კი „გამანდეს“, რომ რადგან მათთან გვიან ჩავერთე იფიქრეს ჯგუფში შეგზავნილი ვიყავი და თამაშის დასასრულს აპირებდნენ ჩემს ე.წ. „მხილებას“, თუმცა ეს ეჭვი უკვე ნდობამ ჩაანაცვლა და მადლობა მათ რომ სწორად შეაფასეს ყველა ფაქტი და გარემოება.

გამომდინარე იქედან რომ გუნდი „კანუდოსი“ ორიენტირებულია (ვართ) ამ პროექტიდან ცოდნის მიღებაზე და ასევე ვუშვებთ გამარჯვების შესაძლებლობის ალბათობას, მე წარმატებებს ვუსურვებ მათ და ყველა პროექტში მონაწილეს