მასწავლებელი: ლალი ჩაკვეტაძე
ბონუს დავალება: მასწავლებლის ანგარიში
გუნდის სახელი: “კრიპტონი”

პირველ ეტაპზე, ჩემი აღტაცება გამოიწვია ჩემი გუნდის გულმოდგინებამ გაცნობოდნენ კიბერბულინგის, დამხმარე  წიგნებს,  ყველა სავალდებულო და ბონუს დავალებას. გუნდის წევრებმა კარგად გაინაწილეს ფუნქციები და აირჩიეს კაპიტანი.  ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია,  რომ მონაწილეები მუშაობენ ჩემგან დამოუკიდებლად, გუნდურად, იზიარებენ ერთმანეთის აზრს.  გუნდმა შექმნა სოციალურ ქსელში ჯგუფი, სადაც მხოლოდ გუნდის 5 წევრი და მე ვართ გაერთიანებულები. გუნდის წევრები თითქმის ყოველდღიურად ხვდებიან ერთმანეთს, მსჯელობენ, იღებენ გადაწყვეტილებებს, მე მხოლოდ ვაკვირდები, საჭიროების დროს მიზიარებენ შეხედულებებს.  ვცდილობ, მიუთითო, სად მოძებნონ სწორი პასუხი და როგორ მივიდნენ ჭეშმარიტებამდე.

მიმაჩნია, პირველი,  ორი დავალების შესრულების დროს იჩქარეს. მიუხედავად იმისა, რომ სწორი პასუხი გასცეს, (რაც მათ ვარსკვლავების რაოდენობაში აისახა), რჩევა იყო დავალების შესრულების დროს, ყურადღებით გაეცნონ დავალებას, მოცემულ სახელმძღვანელოს, დაეკითხონ უფროსებს, სპეციალისტებს, შეაჯერონ აზრები და თვითდაჯერებულებმა გასცენ პასუხები, მაქსიმალურად გამოიყენონ დავალების შესრულების დრო, დარწმუნებული ვარ გაითვალისწინებენ შემდეგ დავალებების შესრულებისას.   

გუნდის წევრები ვერ ჩაერთნენ  ვებინარზე სრული შემადგენლობით, ჩვენ საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს mikrosoft teams-ში, ვერ გადმოწერეს zoom პროგრამა თუმცა, დღესდღეობით მოაგვარეს პრობლემა და მზად არიან ჩართვიებისათვის. გუნდი  ასევე მუშაობს ბონუს დავალებების შესრულებაზე. რასაც უახლოეს დღეებში ატვირთავენ.

გუნდ „კრიპტონის“ წევრები მე-8 კლასის მოსწავლეები არიან, დამოუკიდებელ საგნად სამოქალაქო განათლებას არ სწავლობენ, მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოს დასაწყისში ეცნობიან  რამდენიმე სამოქალაქო განათლების საკითხს.   

გუნდის წევრები გამოირჩევიან გუნდურობის პრინციპების ცოდნით, მათ არაერთ სასკოლო პროექტში მიუღიათ მონაწილეობა, მაგრამ მათთვის უცხოა სკოლისგარეშე პროექტებში მონაწილეობა, თან სამართალდამცავის კუთხით. 

 მე მჯერა მათი პასუხისმგებლობისა და მონდომების, ისინი გამოიყენებენ შესაძლებლობების მაქსიმუმს და ყურადღებით  შეასრულებენ სავალდებულო თუ ბონუს დავალებებს.

თამაში კარგია როცა ფინალი საყვარელი გუნდის და საოცარი ბავშვების გამარჯვებით სრულდება,  რასაც ვუსურვებ გუნდ „კრიპტონს“,   თუმცა  არის პროექტი როცა სწავლობ, იზრდები გონებრივად, ყალიბდები კანონმორჩილ და ღირსეულ მოქალაქედ. მიმაჩნია  არც ეს არის ცოტა. 

მადლობა პროექტს და შემოქმედებით ჯგუფს, რომ მომეცით საშუალება ჩემი საოცარი მოსწავლეები დამენახა სხვა რაკურსით… ვიცი მოსწავლეების შესაძლებლობები ისტორიაში, თუმცა ამ პროცესში ისინი მე როგორც სამართალდამცავები დავინახე…