ლუკა ტუღუში

სწორედ შენ, ახლა გადაწყვიტე ბლოგის კითხვა დაგეწყო, ჩემი თხოვნა იქნება ცოტახნით გაჩერდე და დაფიქრდე რა არის კიბერდანაშაული? გადაგხდენია თუ არა ის თავს ? არ გადაგხდენია ? არ იცი რა არის ? არ იცი როგორ დააღწიო თავი მას ? ანდაც იქნებ იციი და თავსაც გადაგხდენია. ყველა კითხვაზე პასუხს აქ იპოვი .

   ბევრი ვიფიქრე სანამ წერას დავიწყებდი, იმიტომ რომ ასეთი ამბის გახსენება ალბათ ყველასთვის რთულია, გიწევს გაიხსენო ის რამაც დიდი ხნის წინ  დიდი ზიანი მოგაყენა და გული გატკინა, თუმცა მე თავს ვთვლი ვალდებულად ახლა თქვენ ეს იცოდეთ, გესმოდეთ და თქვენამდეე ინფორმაცია სწორად მოვიტანო და არ შეგეშალოთ ის, რაც წლების უკან ჩემს მეგობარს შეეშალა.
   რამდენად ხშირად ვიაზრებთ საფრთხეს, რომელიც ერთი შეხედვით უწყინარმა ხუმრობამ შეიძლება გამოიწვიოს?! სად გადის ზღვარი ხუმრობასა და ბოროტებას შორის?! ხშირად ჩვენი გაუაზრებელი საქციელი, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ გვამოძრავებს პერსონაზე ზიანის მიყენების სურვილი, მასზე მაინც საკმაოდ ცუდ გავლენას ახდენს.
 საღამოს 9 საათია, ზაფხულია და ჩემთან ერთად  ჩემი ერთ-ერთ მეგობარია რომელმაც გადაწყვიტა ჩემთვის ეთქვა ის რაც დღეს მას თავს გადახდა , აფორიაქებული იყო, მაგრამ გადაწყვიტა ჩეთვის მოეყოლა ის რაც 2 წლის წინ მოხდა და დღეს შედეგი გამოიღო. მეც ყურადღებით ვუსმენდი.
ასე დაწყებულმა საუბარმა კი  შემაცბუნა, მივხვდი რომ ჩემი მეგობარი მისთვის საკმაოდ სენსიტიურ თემაზე საუბრობდა.
-ერთხელ მეც, ერთი შეხედვით უბრალო ხუმრობით, ჩემ მეგობარს მორალური ზიანი მივაყენე.
მომბეზრდა, მომბეზრდა… ცოტა უნდა გავხალისდე. მოვუწოდე ჩემს თავს.
გამახსენდა ჩემი კლასელი, რომელიც საკუთარ ტელეფონს ყოველთვის მერხში ინახავდა.
ყველანი ქვემოთ იყვნენ. ტელეფონი ავიღე და გალერიის დათვალიერება გადავწყვიტე. საკმაოდ ბევრი ვიცინე მაშინ, თუმცა ეს არ მეყო.
მეგობრის ფოტო, რომელზეც ის არცთუ ისე ყოველდღიურ ფორმაში გახლდათ, სოციალურ ქსელში ავტვირთე. (ამ ყველაფერს ძალიან ემოციურად ყვებოდა და განიცდიდა)
ზარი დაირეკა.
ტელეფონის ადგილზე დაბრუნება ვერ მოვასწარი.
გაკვეთილზე ბავშვებმა სიცილი დაიწყეს.
– რა ხდება? მაჩვენეთ რაზე იცინით?
მასწავლებელმა შეხედა, სათვალე მოიხსნა და დაჯდა.
– მეც ვნახავ მას, მაგრამ ტელეფონი?! ტელეფონი სადაა?
– არაფერია სასაცილო. ფეხზე ადექით და თვალები დახუჭეთ.
მასწავლებელმა თითოეული ჩვენგანს ჯიბეში არსებული ნივთების გადმოცემა გვთხოვა, თვალები ყველას დახუჭული ჰქონდა.
აი ჩემი რიგიც დადგა, მასწავლებელს ხელში ორი ტელეფონი გადავეცი.
ველოდი გაკიცხვას, ლამის ატირებული.
მასწავლებელმა გააგრძელა. ყველა ბავშვს სთხოვა იმავე გაეკეთებინა. ბოლოს კი ტელეფონი მას გადასცა. (მაშინ ვერ ვხდებოდი ამას ასე რატო აკეთებდა.)
ის დღე ჩემთვის ყველაზე ცუდი იყო.
ორი წელი გავიდა მას შემდეგ,  დღეს,  მასწავლებელს შევხვდი, იმ ამბიდან ერთი თვის შემდეგ სხვაგან გადავიდა. აქამდე ამ ყველაფრის კითხვა ვერ მოვასწარი, ვერც ბოდიში მოვიხადე ალბათ სინდისის ბრალია .-მეუბნება ის
-სალამი.
-სალამი როგორ ხარ?
ცოტა ხანი გავჩუმდი ხმა ვერ ამოვიღე, ცოტა ხნის შემდეგ კი ბოდიში მოვიხადე.
დაიბნა.
– აი მაშინ ტელეფონის ამბავი.
– აჰჰ, არაუშავს, არც კი ვიცოდი შენ რომ იყავი.
– როგორ თუ?!
– შენ მიხვდი შენ დანაშაულს, მიხვდი და მოინანიე, მას შემდეგ გახსოვს ვინმეს ტელეფონი კლასში დაეტოვებინა?
– არა.
– იმიტომ რომ ისწავლეს რა ზიანი შეიძლება მოგაყენოს, საკუთარი პერსონალური ინფორმაციის შემცველი ტექნიკის უყურადღებოდ დატოვებამ.
თავი ჩავხარე. ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
– მას! დავუძახე.
– გისმენ.
– როგორ არ იცოდით, რომ მე არ ვიყავი.
გაიღიმა.
– თვალები მეც დახუჭული მქონდა.
ასეთი იყო ისტორია, რომელმაც მაშინ დამამწუხრა, თუმცა ბევრი რამეც მასწავლა, რასაც ყოველთვის გამოვიყენებ შეგნებული ცხოვრების მანძილზე. მასწავლებელი როგორც გითხარი დღეს შემხვდა ხოლო ამბავი 2 წლის წინ მოხდა,  მაშინ  როცა ეს ყველაფერი გავაკეთე, ჩემი კლასელისთვის დიდი ზიანის მომტანი გახდა, როცა ყველაფერი გაიგო ტირილი დაიწყო, სახეზე ფერი სულ დაკარგა და იმდენად ცუდად გახდა რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ზუსტად არ ვიცი თუმცა ალბათ ნერვიულობის ფონზე მოხდა ეს ყველაფერი. ჩემს თავს ვერ ვპატიობდი, ისიც მიკვირდა რომ ამის გამოძიება არავინ ისურვა. ალბთ ესეც მასწავლებლის გამო.
გაჩუმდა. მიყურებდა და ჩემგან პასუხს ელოდა.
მე ერთმხრივ დავიბენი , შემეშინდა, შევშფოთდი თუმცა ცხოვრებამ მასწავლა რომ რთულ სიტუაციაში ყოფნისას ორჯერ მეტად მყარად უნდა იდგე და გაუმკლავდე იმ “სიურპრიზს” რაც ცხოვრებამ მოგიმზადა. ბევრი არ მიფიქრია ავდექი და მშვიდად საუბარი დავუწყე .მისმენდა.  იტირა კიდეც. შემდეგ აფორიაქებული სუნთქვადა.
-ლუკა ცუდადვარ.
-ვიცი, რომ ცუდად ხარ და განიცდი თუმცა მთავარია ხვდები შენს დანაშაულს დამპირდი რომ ამის შემდეგ მსგავზე არც იფიქრებ მეთქი.
-არვიცი, როგორ და რანაირად მომივიდა ეს მაშინ, გპირდები მსგავს სისულელეს არასდროს ჩავიდენ, ყველაფერს მარტო იმიტომ გიყვები რომ ვიცი ამიხსნი, სწორ გზას მიჩვენებ.
   მეც ძალიან წყნარად ავუხსენი რომ ეს დანაშაულია, რომ ამის გამო ხალხი ისჯება და რამხელა შედეგები და მოვლენათა განვითარება შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს.  ვუხსნიდი რომ ამდროს საკმაოდ რთულია დაზარალებუის ვითარება და წამით დავაფიქრეე მის ადგილას რომ ყოფილიყო რას იგრძნობდა, შენც მკითხველო წამით დაფიქრდი რას გრძნობს მაშინ ის და მაშინვე მიხვდები რასთან გვაქვს საქმე.

  მე მიმძიმდა ამ თემაზე საუბარი ჩემს მეგობართან, რადგან ეჭვი არასდროს შემპარვია მასში და მისი ბოლომდე მჯეროდა და ახლა როცა ამას ვწერ ალბათ, წაიკითხავს და კიდევ ერთხელ მიხვდება თავის დანაშაულს, მაგრამ ყველაზე მთავარი იცით რაარის? რომ მან მიხვდა.ამიტომ მეამაყება დღეს იგი. სინანული ყველაზე კარგი რამაა.ბიორნემ თქვა : სინანული გონიერებაა,რომელიც გვიან მოდისო. და მე მიხარია რომ ის მოვიდა და დაეხმარა მას ეგრძნო თავისი დანაშაული.

 ალბათ უკვე ყველა მიხვდებოდით რას ნიშნავს იყო კიბერდანაშაულის მსხვერპლი და რაოდენ მძიმეა ატარო  ამხელა ტვირთი. ბევრი ფიქრი, უძილობა , ფსიქიკური აშლა  და კიდევ რამდენი რამ სდევს ამ ყველაფერს უკან.  ახლა ჩემი თხოვნაა კარგად წაიკითხო და გაიაზრო რაც ქვევით შეგხვდება, მინდა მუდმივად დაცულმა იგრძნო თავი, არ შეგეშინდეს და ყველაფერი კარგად იქნება .
კიბერდანაშაული-   
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, კიბერდანაშაულად მიჩნეულია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მოიცავს იმავე კოდექსის 284-ე, 285-ე და 286-ე მუხლების დისპოზიციაში მოყვანილ ერთ-ერთ კომპონენტს მაინც და არა ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადენილს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით.
მაგალითად
· კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (284), კომპიუტერულ
·სისტემაში შეღწევისათვის საჭირო პაროლის ან დაშვების კოდის უნებართვო გავრცელება(285),
·კომიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანება (286) და სხვ.

 ამასთან, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დანაშაულთა (მუხლთა) ერთობლიობასაც. კერძოდ, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და შემდგომ სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ  დაუფლებას .
21-ე საუკუნეში კი კიბერდანაშაულის რიცხვი ძალიან დიდია, კიბერდანაშაული დანაშაულებს შორის დღესდღეისობით მე-2 ადგილზეა. ამ მხრივ რთულია ამ თემაზე საუბარი, ცუდია როცა იაზრებ რომ  ასეთი დიდი რიცხვის მაჩვენებელია იგი.ის რაც ადრე კაცობრიობას წარმოუდგენელი ეგონა ახლა ყველასთვის ხელმისწავდომია და თანაც იმდენად რომ სხვისი პირადი ინფორმაციის გასაჯაროებაც კი შეგიძლია. კაცობრიობის ჩამოყალიბებისთანავე, ადამიანს გააჩნდა პროგრესისა და უკეთესი ტექნოლოგიური განვითარების წყურვილი  როგორც ჩანს ამ ყველაფერმა გაამართლა . ამან კი მიგვიყვანა დიდ განვითარებასა და პროგრესამდე, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა კაცობრიობის შემდგომ განვითარებას. ყველა იმ მნიშვნელოვან გადადგმულ  ნაბიჯს შორის, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ინტერნეტის განვითარება, რომელმაც ჩამოაყალიბა ადამიანების საერთო ენა და შექმნა კომპიუტერების გლობალური ქსელი. ახლა უფრო მარტივია დაინახო ადამიანი რომელიც სხვა ქვეყანაში იმყოფება, მოიკითხო შორიდან და იცოდე როგორ არის. ერთ მხრივ კარგია ასეთი განვითარება, თუმცა მეორე მხარე გვაქვს რომელმაც ხელი შეუწო პირადი ინფორმაციის გასაჯაროებაში, ეს კი მოგეხსენებათ დანაშაულია.
    კიბერ სამართალი არის მუდმივად განვითარებადი პროცესი. ინტერნეტის ზრდასთან ერთად, მრავალი სამართლებრივი პრობლემა იჩენს თავს. კიბერ სივრცესთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს კი კიბერ დანაშაული წარმოადგენს.
  ინტერნეტის ჩასახვისა და მისი განვითარების დროს ,დარწმუნებული ვარ  ინტერნეტის დამფუძნებლებს წარმოადგენაც არ ჰქონდათ, რომ ის შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო დანაშაულებრივი ქმედებებისათვის.
 დღეს, მრავალი შემაშფოთებელი ქმედება ხორციელდება კიბერსივრცეში. კიბერდანაშაული გულისხმობს ყველა იმ ქმედებეას, რომელიც ხორციელდება კიბერსივრცეში დანაშაულებრივი განზრახვით. ისინი შეიძლება მრავალნაირად განხორციელდეს, როგორც კონვენციური ისე ახალი საშუალებებით. ინტერნეტის ანონიმური ბუნების საშუალებით, შესაძლებელი მრავალი დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება ყოველგვარი სასჯელის გარეშე.
  ამ დროს ჩადიხარ დანაშაულს “ვირტუალურად” და ალბათ ვერც კი იაზრებ რამხელა რაღაც შეიძლება მოყვეს ამ ყოველივეს, ესეც ბევრი  მიზეზის გამო ან არიცი , ან იცი და მაინც ჩადიხარ, რადგან გგონია რომ მოვლენები შენს სასიკეთოდ განვითარდება.~
ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეურაცხყობს ადამიანის გრძნობებსა და უფლებებს მიჩნეულია კიბერდანაშაულად.
ზედმეტად ადვილია გაეხვა ასეთ საქმეში როცა არ ხარ ინფორმირებული ამის შესახებ, მარტივად ტყუვდები, გადადიხარ საფრთხის შემცველ ბმულებზე რომლითაც შენს პირად ინფორმაციას ხელში უგდებ სხვას და შემდეგ გადადიხარ შანტაჟის “ფაზაში” რომლისგანაც თავის დაღწევა უკვე საკმაოდ რთულია. ამიტომ საჭიროა ამ დროს მიმართო სამართალდამცავებს და მიანდო მათ ეს საქმე.
იმედი მაქვს მსგავს სიტუაციაში არასდროს იქნებით, ამისთვის კი საჭიროა კარგად გაეცნო კიბერდანაშაულს და მის მრავალგვარ სახეს, თუკი იცნობ ადამიანებს რომლებიც არ არიან ინფორმირებულები დაეხმარე მათ და აუხსენი, შეასრულე შენ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ხელი შეუწყვე შენს ქვეყანას იყოს ნაკლები რიცხვის მაჩვენებელი კიბერდანაშაულში.
ჩემს თანტოლებს და ჩემს თანამოქალაქეებს ვეტყოდი რომ იყვნენ ფრთხილად რადგან  დღეს კიბერდანაშაული მზარდ საფრთხეს წარმოადგენს.მისგან თავის დასაღწევად კი რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადადგა: მაგალითად:
1.ხშირად გამოცვალეთ პაროლები,
2.არ გახადოთ იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი.
3.სხვადასხვა საიტზე გამოიყენეთ სხვადასხვა პაროლები ეს ამცირებს კიბერდანაშაულის რისკს.
4.არასდროს გახსნათ საფრთხის შემცველი ბმულები.
5.უმჯობესია გამოყენოთ განახლებული ვებ-ბრაუზერები.

კიდევ რამდენი რამაა მისგან თავისდასაღწევად, მთავარია ცოდნა რადგან დღეს კიბერდანაშაულის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანი გახდეს, და საბოლოოდ საქმე არც თუ ისე სახარბიელოდ დამრთავდეს.
მთავარია იცოდეთ.