ლუკა თვალიაშვილი

თამაშის პირველი ნახევარი დასასრულს უახლოვდება რაც იმას ნიშნავს რომ, უკვე მესამე დავალება შევასრულეთ. პირველ რიგში მინდა რამდენიმე რამ გითხრათ ჩვენ გუნდზე: ჩვენ ვართ რუსთავის მე-4 სკოლის მე-8 კლასელები. როგორც მოგეხსენებათ თემიდა იყო მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, რის გამოც შევარჩიეთ სახელის მეორე ნაწილი – თემიდა, ხოლო სახელის პირველი ნაწილი გამომდინარეობს ჩვენი მშობლიური ქალაქიდან.  ამით გვინდოდა ჩვენი გუნდის სახელის წაკითხვისთანავე ყველა მიმხვდარიყო სადაურები ვართ და რა არის ჩვენი მთავარი პრინციპი.ჯგუფი შედგება სამი ბიჭისა და ორი გოგოსგან. რადგან ყველანი სახლში ვართ კარანტინის გამო, უფრო მეტ დროს ვატარებთ ტექნიკასთან და დისტანციურად გვაქვს შეხვედრები.  დავალების დადებიდან რამდენიმე საათში პროგრამა „ზუმის“ მეშვეობით გუნდი ვიკრიბებოდით და პასუხზე ვმსჯელობდით.  გუნდის წევრებს წაკითხული გვაქვს წიგნი „კიბერდანაშაული“ რაზეც მთელი თამაში არის აგებული, წიგნიდან მიღებული ინფორმაცია კი მსჯელობას გვიადვილებს. გუნდის წევრები პერიოდულად ვიკრიბებით ვირტუალურად პროგრამა „ზუმში“ – ეს არის მომენტი როდესაც გუნდმა უნდა მივიღოთ საერთო გადაწყვეტილება, პროგრამის მეშვეობით შევიკრიბეთ 6ჯერ. შეკრების მიზანი იყო დავალებებზე პასუხის გაცემა და ბონუს დავალებებზე მუშაობა. გარდა ამისა ფეისბუქის მესენჯერში გვაქვს შექმნილი ჩათი, სადაც მუმივად ვკონტაქტობთ მთელი გუნდი და შეიძლება ერთგავრი HOT LINE-ც კი ვუწოდოთ იმდენად ხშირი კონტაქტი გვაქვს.

სირთულეები: ჩვენი გუნდში დიდად არ გვქონია პრობლემები თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რამოდენიმეჯერ ცუდი ინტერნეტის გამო ხუთივე ერთად ვერ შევიკრიბეთ. მე როგორც გუნდის კაპიტანი ყოველთვის ვცდილობ ზუსტი ინფორმაცია მივაწოდო გადაწყვეტილების შესახებ იმათ ვინც არ იყო შეხვედრაზე. გადაწყვეტილებას ვღებულობთ ლოგიკური მსჯელობით და კონბსესუსამდე მისვლით, თუმცა მომავალში შესაძლებელია ხმათა უმრავლესობის პრინციპიც გამოვიყენოთ.

მიღწევები: გუნდი „რუსთაველი თემიდა“ სამივე დავალებას სწორედ გავეცით პასუხი და ასევე გავაკეთეთ სამი ბონუს დავალება, რითიც დავაგროვეთ ქულების მაქსიმალური რაოდენობა.  გარდა ამისა განვივითარეთ კომუნიკაციის უნარი, ზუმის გამოყენების, მსჯელობის და დისტანციურად დისკუსიაში მონაწილეობის უნარი, ასევე გავიუმჯობესეთ კვლევის ჩატარების, ექსელში მუშაობის და შემდგომი ანალიზის დაწერის უნარი.