ლუკა თვალიაშვილი

რა ასაკობრივი ზღვარი გამოკითხეთ?
12 წლამდე იყო 10 მონაწილე; 12-დან 18 წლამდე – 32მონაწილე;  18-დან 30 წლამდე – 15; 30-დან 40 წლამდე – 39; 40-დან 50 წლამდე – 12; ხოლო 50 წლის ზემოთ მხოლოდ ორი მონაწილე იყო.
რამდენი იყო აქედან გოგო და რამდენი ბიჭი?
89 ქალი და 21 კაცი
გამოკითხული ადამიანების რამდენი პროცენტია ინფორმირებული კიბერდანაშაულის შესახებ.
74%
გამოკითხული ადამიანების რამდენი პროცენტი არ არის ინფორმირებული კიბერდანაშაულის შესახებ.
26%
კვლევის ანალიზი: აღწერეთ რა შედეგი აჩვენა კვლევამ და როგორ შეაჯამებდით აღნიშნულ მონაცემებ

ჯგუფმა „რუსთაველი თემიდა“ ბონუს დავალება კვლევა კიბერდანაშაულის თემაზე შევადგინეთ კითხვარი.

კვლევა განხორციელდა ელექტრონულად google drive-ის მეშვეობით. 

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 114 რესპოდენტმა, საიდანაც 4 მონაცემის განულება მოხდა, რადგან არ შეესაბამებოდა კვლევას როგორც სერიოზულ საქმიანობას, ხოლო 110 რესპოდენტის მონაცემები კი დამუშავდა.

გამოკითხვაში მონაწილე 110 რესპოდენტიდან 21 (19%) იყო კაცი, ხოლო 89 (81%) ქალი.

გამოკითხვაში მონაწილე 110 რესპოდენტიდან 12 წლამდე იყო 10 მონაწილე; 12-დან 18 წლამდე – 32მონაწილე;  18 – დან 30 წლამდე – 15; 30-დან 40 წლამდე – 39; 40 – დან 50 წლამდე – 12; ხოლო 50 წლის ზემოთ მხოლოდ ორი მონაწილე იყო.

გამოკითხული 110 რესპოდენტიდან  81-მა თქვა რომ იცის კიბერდანაშაულის მნიშვნელობა. იხ. დიაგრამა #3

რაც გვაძლევს იმის საშუალებას რომ ვივარაუდოთ რომ ხალხის დიდმა ნაწილმა იცის რა არის კიბერდანაშაული. გამოკითხულთა უმეტესება ამბობს რომ, კიბერდანაშაული არის ქმედება რომლის დროსაც სოციალური ქსელებიდან სხვის ინფორმაციას იღებ დაუკითხავად და შემდეგ ასაჯაროებ ან აშანტაჟებ, ზოგი ამბობდა რომ ეს იგივე იყო რაც ჰაკერობა და მათი უმეტესობა არ ცდება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, კიბერდანაშაულად მიჩნეულია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მოიცავს იმავე კოდექსის 284-ე, 285-ე და 286-ე მუხლებში მოყვანილ ერთ-ერთ კომპონენტს მაინც და არა ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადენილს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით. მაგალითად კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (284), კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო პაროლის ან დაშვების კოდის უნებართვო გავრცელება (285), კომიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანება (286) და სხვ. ამასთან, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დანაშაულთა ერთობლიობასაც. კერძოდ, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და შემდგომ სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას (სსკ-ის 284-ე და 177-ე მუხლები).

გამოკითხული 110 რესპოდენტიდან 67-მა (61%) არ იცოდა როგორ დაეცვა თავი კიბერთავდასხმისგან, ხოლო 43 (39%) იცის როგორ დაიცვან თავი. იმ რესპოდენტთა მოსაზრებით ვინც დადებითი პასუხი გასცა კითხვას, ამბობდა რომ, სოციალურ ქსელებში პაროლები უფრო ხშირად უნდა ეცვალათ და გადმოეწერათ ძლიერი ანტი ვირუსული პროგრამა.

ერთერთი რესპოდენტი ამბობს : „კიბერდანაშაულის თავიდან არიდების მიზნით საჭიროა ჩვენს პირად მონაცემებზე გვქონდეს რაც შეიძლება რთული პაროლები(არაა სასურველი პირად მონაცემებთან დაკავშირებული სიტყვების და რიცხბევის გამოყენება. მაგ.: როგორიცაა საკუთარი სახელი ან დაბადების თვე და რიცხვი და ა.შ.).

უცხო კომპიუტერში ან ტელეფონში ჩვენი ,,პროფილის” გამოყენებისას სასურველია არ დავამახსოვროთ ჩვენი შესვლის სახელი და პაროლი, მუშაობის დასრულებისთანავე კი აუცილებლად ,,გამოვიდეთ” იქიდან,…“

მცოდნე რესპოდენტების მოსაზრებებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ რომ პაროლების განახლებით და ანტი ვირუსული პროგრამების გამოყენებით ნაკლები შანსია კიბერდანაშაულის მსხვერპლად ყოფნის.

გამოკითხულთა ნახვარს, 50%-ს არ ახსენდება ისეთი ფაქტი რომ, მას ან თვითონ ან თავისი მეგობარი კიბერდანაშაულის მსხვერპლი ყოფილიყო, ხოლო 30% არ ყოფილა კიბერდანაშაულის მსხვერპლი და არც ეგეთი მეგობარი ყავს, რაც შეეხება იმ 4%-ს მათ არ იციან კიბერდანაშაულის მნიშვნელობა და მაგიტომ არ აქვთ პასუხი, მხოლოდ 16% იყო რომელიც აღნიშნავს რომ თვითონ ან თავისიმეგობარი ყოფილა კიბერდანაშაულის მსხვერპლი. ერთერთი რესპოდენტი ამბობს  : “მოხდა ესეთი შემთხვევა: უცხო პიროვნებამ ერთერთ აზარტული თამაშების საიტზე შექმნა ,,პირადი ანგარიში” ცრუ მონაცემებით(ანუ სხვისი სახელით და გვარით). შემდეგ სოც.ქსელში გააკეთა ცრუ განცხადება, თითქოს ვიღაც ავადმყოფ ბავშვს სჭირდებოდა ფულადი დახმარება და ამ განცხადებაში მიუთითა ზემოთხსენებული ცრუ ანგარიშის ნომერი. ვინც თანხას ჩაურიცხავდა, ტეხავდა მის ანგარიშს, და თუ კი რაიმე თანხა ჰქონდა მფლობელს ყველაფერს თავის ანგარიშზე ირიცხავდა. საბედნიეროდ ჩემმა მეგობარმა მალე გაიგო რომ მისი ანგარიშიდან საეჭვო გადარიცხვები ხორციელდებოდა. სასწრაფოდ ბანკის ცხელი ხაზის საშუალებით დაბლოკა თავისი ანგარიში და პატრულში გამოაცხადა. დამნაშავე დააკავეს და აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი თანხა ჰქონდა ესე უკანონოდ მითვისებული უცხო ადამიანების საბანკო ანგარიშებიდან.”

ასევე გვიამბეს რომ კიბერდთავდასხმის გამო მეგობარს შვილი გარდაიცვალა “ლურჯი ვეშაპის” მეშვეობით.

ამ გამოკითხვიდან შეგვიძლია დავასკვნათ რომ რესპოდენტების უმეტესობამ იცის რას ნიშნავს კიბერდანაშაული და არ იცის როგორ დაიცვას თავი მისგან.

ასევე დავასკვენი რომ ქალებმა და კაცებმა თითქმის ერთნაირად იციან კიბერდანაშაულის მნიშვნელობა, ხოლო რაც შეეხება ასაკს 18-დან 30 წლამდე უფრო მეტმა იცის კიბერდანასაულის მნისვნელობა ვიდრე დანარჩენმა ასაკის ჯგუფებმა

ლუკა თვალიაშვილი; ნინი ჯებაშვილი; ლუკა ტალახაძე; ოთარ კაციაშვილი; მარიამ გოძიაშვილი