ნინო ბაქრაძე

წევრების მიერ შესრულებული სამუშაოები: ჩემი გუნდი თამაშის აქტიურ ფაზაში იმყოფება, რომელიც დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. დავალების დადებიდან მალევე messanger-ის საშვალებით ვიკრიბებით გუნდის წევრები,ვეცნობით დავალებას, ვუყურებთ ვიდეოს, ვმსჯელობთ,თითოეული გუნდის წევრი გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას და ამის შემდეგ ვაფიქსირებთ სწორ პასუხს. დავალების შესრულებისას ძალიან გვეხმარება წიგნი ,,კიბერდანაშაული”. ჩვენ დავალების გარდა აქტიურად ვასრულებთ, ბონუს დავალებებს: შევიმუშავეთ კითხვარი და ჩავატარეთ კვლევა.გუნის ორმა წევრმა დაწერა ბლოგი თემაზე ,,კიბერდანაშაული”, ჩავატარეთ ვებინარი ,,ბულინგის” თემაზე, ვესწრებოდით ვებინარს გუნდის მთელი შემადგენლობით, ასევე გაიმართა შუალედური კონფერენცია რომელშიც მოვიპოვეთ ვარსკვლავი,ეს კონფერენცია ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი აღმოჩნდა ჩემი გუნდისთვის.

სირთულეები: ჩვენს გუნდში სირთულე იყო ის, რომ ხშირად ტექნიკური ხარვეზების გამო გვიჭირდა ერთმანეთთან დაკავშირება.თუმცა, მაინც ვართმევდით თავს ამ სირთულეს და შემართებით ვმუშაობდით სხვადასხვა აქტივობების შესრულებისთვის. სირთულე გვქონდა Google drive-თან დაკავშირებით, როდესაც უნდა შეგვექმნა კითხვარი,კვლევის ჩასატარებლად,ეს პროგრამა ჩვენთვის იყო ახალი და შესაბამისად არ ვფლობდით ინფორმაციას როგორ უნდა გამოგვეყენებინა,მაგრამ ეს პრობლემა მალევე მოვაგვარეთ. კიდევ შემიძლია ჩავთვალო უმნიშვნელო სირთულედ გუნდში ,დისკუსიის დროს გამოწვეული ხმაური რაც ხელს გვიშლიდა მუშაობაში ,მიუხედავად ამისა, საბოლოოდ მაინც მივდიოდით სწორ პასუხამდე,რაც ბუნებრივია გვახარებდა.

მიღწევები: კვირის განმავლობაში ძალიან ბევრს მივაღწიეთ, მოვხვდით 5 საუკეთესო გუნდს შორის და განვაგრძობთ ბრძოლას გამარჯვებისთვის.ამ პროექტის მეშვეობით ავიმაღლეთ ცოდნა კიბერდანაშაულზე ,გავხდით მეტად მოტივირებულები და მიზანდასახულები, აღმოვაჩინეთ ჩვენი შესაძლებლობები და დავფიქრდით ჩვენს გარშემო არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ,ასევე გამოგვიმუშავდა კვლევის დაგეგმისა და ჩატარების უნარი.