პროექტის შესახებ

პროექტი „სამართალდამცავი“ სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის (SCOPE) საგრანტო კომპონენტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და სამართალდამცავებსა და ახალგაზრდებს შორის პოზიტიური ურთიერთობისა და ნდობის ფორმირება.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: საჯარო და კერძო სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს.

პროექტი 2020 წლის ივნისის ბოლოს დასრულდება და მონაწილეებს სერთიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.

SCOPE პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International-ი, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით.

Ph international

PH International strives towards a world where individuals and communities collaborate across borders to resolve global challenges.

PH International (registered under the legal name Project Harmony, Inc.) was founded in 1985 for the purpose of cultural and educational exchanges between the then-USSR and the United States. Over the past twenty-eight years, more than 10,000 individuals have participated in PH’s international exchange programs in the U.S. and across Eurasia and the Middle East. Today, PH International’s mission is to build a strong global community by fostering civic engagement, cross-cultural learning, and increased opportunities in the digital age. PH strives towards a world where individuals and communities collaborate across borders to resolve global challenges. PH pursues this vision by conducting innovative programs for youth, professionals and communities around the world that uses in-person and online engagement, practical skills development and coalition building to support global collaboration, learning and advancement.

განმახორციელებელი ორგანიზაცია: სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” RICDOG (https://www.ricdog.org/)

ისტორია: სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი” (RICDOG) 2005 წლის 23 ნოემბერს ჩამოყალიბდა ქალაქ ქუთაისში.

მისია: სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ ”თაობათა დიალოგს” სურს ისეთი სივრცის შექმნა, სადაც სხვადასხვა ასაკის მქონე ადამიანებს ექნებათ ჰარმონიული ურთიერთობა ერთმანეთთან. ჩვენი მისიაა შევებრძოლოთ თაობებს შორის არსებულ გაუცხოებას და მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა თაობებს შორის ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებისკენ, რაც ჩვენს საქმიანობებში მათი ერთობლივი მონაწილეობით მიიღწევა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას აქტიურობისკენ ყველგან და ყოველთვის, რათა თაობათა შორის ურთიერთთანამშრომლობისა და ერთობლივი წარმატებული აწმყოს და მომავლის გარემო ჩამოყალიბდეს.

მიზანი: კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში თაობებს შორის ურთიერთპატივისცემის გარემოს ფორმირებას, სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული პროცესების, მეცნიერების განვითარებას, სხვადასხვა ერებს შორის ტოლერანტულობისა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, მსოფლიო ქვეყნების კულტურის, მეცნიერების, ტრადიციების, ლიტერატურის კვლევას და ურთიერთინტეგრაციას, კულტურათაშორისი დიალოგის, ადამიანის უფლებების, ბუნებისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფას და კონფლიქტების დარეგულირებას.
ხელი შეუწყოს დემოკრატიული პროცესების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვას, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, თავისუფალი საარჩევნო გარემოსა და ღია სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას;ხელი შეუწყოს მეცნიერების პოპულარიზაციას, სამეცნიერო დარგების განვითარებას, ახალგაზრდების ჩართულობის ამაღლებას სამეცნიერო მუშაობაში, მეცნიერული კარიერის დაგეგმვას, სამეცნიერო კვლევების წახალისებას და მხარდაჭერას;
ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებას, წახალისებას და სამოქალაქო აქტიურობებში ჩართვას, მათი უნარების გამოვლენას, ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში ჩართვას და აქტიურ მოქალაქეებად ფორმირებას;
ხელი შეუწყოს ეკოლოგიური კულტურისა და ცნობიერების ფორმირებას, კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესებს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვას, მეცნიერულ და კვლევითი სამუშაოების განხორციელებას გარემოს დაცვის საკითხებში და საზოგადოების ინფორმირებას გარემოში მიმდინარე პროცესების თაობაზე;
ხელი შეუწყოს კულტურის განვითარებას, კულტურათაშორისი ურთიერთობების გამყარებას, მრავალკულტურული არეალისა და გარემოს ფორმირებას, კულტურის დარგების განვითარებას და ახალი ნიჭიერი თაობის გამოვლენას.