შეხვედრის თემა:
მიუხედავად იმისა, რომ ბონუს დავალების ჩამონათვალში საკმაოდ საინტერესო თემები იყო მოცემული; საუბრისა და მსჯელობის შემდეგ , ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ ვებინარი ჩაგვეტარებინა თემაზე ,,მიგრაცია”. მიგრაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და პრობლემატიკური თემაა,როგორც ვიცით ჯერ მარტო ნებაყოფლობით მიგრაციაში ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე იმყოფება, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ჩვენს თანატოლებს უნდა სცოდნოდათ ბევრი რამ ამ საკითხზე და ჩვენც რათქმაუნდა გავიღრმავეთ ცოდნა. ბავშვთა შეგროვება რთული აღმოჩნდა, რადგან თავიდან მათში ინტერესი ვერ გამოიწვია ამ საკითხზე დასწრებამ,თუმცა როდესაც დაგვთანხმდნენ და გვესწრებოდნენ,ძალიან კმაყოფილები დარჩნენ,რადგან გარდა თემის საინტერესოდ გადმოცემისა, ვიზრუნეთ მათ ჩართულობაზეც და ვსვამდით დროდადრო კითხვებს. მიუხედავად პროგრამის გაუმართავობისა(რომელშიც ვუკავშირდებოდით ერთმანეთს) ბოლოს მაინც ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ვსვამდით კითხვებს ამ თემის ირგვლივ, იმაზე თუ როგორ ხდება საქართველოდან ეგრედწოდებული ,,ტვინების გადინება”, თუ როგორ აღარ ბრუნდებიან სასწავლებად განვითარეულ ქვეყანაში ჩასული ბავშვები,,განვითარებად ქვეყანაში, ანუ საქართველოში, თუ როგორ აისახება ემიგრანტთა გზავნილები ვალუტაზე და ასე შემდეგ.

დაგეხმარათ თუ არა სამართალდამცავი ან მასწავლებელი სემინარის ორგანიზების პროცესში? თუ კი, როგორ?
დიახ, დაგვეხმარა მასწავლებელი ბავშვთა შეკრებასა და ორგანიზებაში. უმეტესობამ ზუმის გადმოწერა ვერ შეძლო, როცა ამ პრობლემის წინაშე დავდექით, ვიფიქრეთ რომ ამ ბონუსს ვერ შევასრულებდით, რადგან რეკომენდირებულ პროგრამარ ზუმი ეწერა. თუმცა, მასწავლებელმა მოგვაწოდა იდეა, რომ microsoft გვეცადა,რაზეც რაღათქმაუნდა დავთანხმდით რადგან თითოეული ქულა გამარჯვების გასაღებია.