შეხვედრის თემა:
გუნდმა გადაწყვიტა შეხვედრის თემად ტრეფიკინგი აერჩია, რადგან მის შესახებ ნაკლები ინფორმაციაა გავრცელებული საზოგადოებაში და დიდი სურვილი გვქონდა აგვემაღლებინა მოსწავლეების ცნობიერების დონე. აღვნიშნავ იმასაც, რომ ინტერაქტიული მეთოდიც გამოვიყენეთ ჩვენს ვებინარში. დეტალურად განვიხილეთ სამი შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევა, ვიმსჯელეთ. მონაწილეები გაეცნენ იმ ორგანოებს, რომლებიც ებრძვიან ტრეფიკინგს საქართველოში. გაიგეს, თუ როგორ ეხმარებიან დაზარალებულებს და ასევე ისიც შეიტყვეს, თუ ვის უნდა მიმართონ ამ დანაშაულის აღმოჩენის დროს. გარდა ამისა, გავიხსენეთ შემთხვევები, რომლებიც ხდებოდა წარსულში. ვისაუბრეთ სოლომონ I-ის ღვაწლზე, ასევე ფილმსა და წიგნზე ,,მამლუქი’’ და ,,მამელუკი’’, შესაბამისად, ამით უფრო გავამყარეთ და დავაზუსტეთ ტრეფიკინგის მნიშვნელობა, სახეობები და ფორმები. ყურადღება გავამახვილეთ არასრულწლოვანთა ექსპლუატაციაზე. მონაწილეებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ტრეფიკიორები არამარტო უცხო ადამიანები, შესაძლოა ოჯახის წევრებიც კი გახდნენ. მოვიძიეთ სტატისტიკა, რომელიც ასახავდა კომერციულ-სექსუალურ ექსპლუატაციაში ჩაბმული მსხვერპლის პროცენტულ მაჩვენებელს. შევაჯამეთ ინფორმაცია და ერთმანეთს ვურჩიეთ, რომ, თუ გავხდებით ტრეფიკინგის მომსწრეები, აუცილებლად ავიმაღლოთ ხმა, რათა გადავარჩინოთ ადამიანები.

დაგეხმარათ თუ არა სამართალდამცავი ან მასწავლებელი სემინარის ორგანიზების პროცესში? თუ კი, როგორ?
გუნდის წევრებმა გადავწყვიტეთ მხოლოდ ჩვენი ძალისხმევით მოგვეძიებინა ინფორმაცია და გადაგვემოწმებინა მისი სიზუსტე. კარგად მოვემზადეთ, ყველაფერი დროში გავწერეთ, სასაუბრო თემები ლაკონურად გადავაბით, გავავლეთ პარალელები, მოვიყვანეთ მაგალითები და ჩავატარეთ ვებინარი, რომელშიც გვესწრებოდა ორი მასწავლებელი, ვინც ინტერაქტივის დროს აქტიურად გვერთვებოდნენ და ამით უფრო საინტერესო გახადეს პროცესი. გარდა ამისა, მასწავლებლები ბავშვების მობილიზებაში დაგვეხმარნენ.