რა ასაკობრივი ზღვარი მონაწილეობდა ვებინარში?
11-დან 45 წლამდე ადამიანები

რამდენი ადამიანი გესწრებოდათ?
გუნდის წევრების გარდა 14 ადამიანი

შეხვედრის თემა:
ჩვენი შეხვედრის თემა ბულინგი იყო. ჩვენი გუნდის აზრით ეს  ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია და გვინდოდა სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა ჩვენი ცოდნა. შეხვედრა დავიწყეთ ბულინგის განმარტებით რაზეც უმეტესობას პასუხი ჰქონდა რომ ტერმინი “ბულინგი” ჩაგვრას/აბუჩად აგდებას ნიშნავს.  შემდეგ ჩავატარეთ გამოკითხვა, გვაინტერესებდა რას ფიქრობდნენ შეხვედრის მონაწილეები. გამოკითხვის ფარგლებში დავსვით კითხვები,, მაგალითად როგორიცაა  “რომელ ასაკობრივ კატეგორიაში უფრო  ხშირია ბულინგის შემთხვევა? მათი აზრით ჩაგვრა ყველაზე ხშირად სკოლის პერიოდში მოსწავლეებს შორის ხდება. აღსანიშნავია ის რომ მონაწილეებმა ზუსტად იცდნენ სიტყვა ბულინგის განმარტება. გარდა ამისა შეხვერის პროცესში ჩვენ გავაცნით მონაწილეებს ბულინგის სახეები და განვმარტეთ თითოეული მათგანი: 1.ვერბალური 2.ფარული/შენიღბული 3.ფიზიკური 4.კიბერბულინგი; აქედან ყველაზე დიდი ყურადღება მივაქციეთ კიბერბულინგს რომელიც ძალიან ხშირია ჩვენს ქვეყანაშიც და ასევე მსოფლიოშიც. ვებინარის ბოლოს მონაწილეებმა დაგვისვეს კითხვები, ჩვენ მათ გავაცანით ის უწყებები ვისაც შეუძლიათ მიმართონ ბულინგის შემთხვევაში. მონაწილეებმა თავის მხრივ გაგვაცნეს მოკლე ისტორიები ბულინგის შესახებ საკუთარი გამოცდილების შესაბამისად და ის გზები რითაც გადაჭრეს ეს პრობლემა,  ვებინარი სასიამოვნოდ წარიმართა, ჩვენი აზრით ძალიან საინტერო იყო და მონაწილეებმაც ბევრი ახალი ინფორმაცია მიიღეს

დაგეხმარათ თუ არა სამართალდამცავი ან მასწავლებელი სემინარის ორგანიზების პროცესში? თუ კი, როგორ?
ჩვენ გადავწყვიტეთ  ჩვენი ვებინარი დამოუკიდებლად ჩაგვეტარებინა. მასწავლებლის და სამართალდამცავის დახმარების გარეშე, ძალიან გვაინტერესებდა როგორ შევძლებდით და როგორი გამოგივიდოდა. ვფიქრობთ თავი კარგად  გავართვით და საკმაოდ საინტერესო ვებინარიც ჩავატარეთ