სამართალდამცავი 4

 წესები 

ზოგადი წესები

1. სამართალდამცავის მიზანია ახალგაზრდების სამართლებრლივი ცნობიერების ამაღლება და სამართალდამცავებსა და ახალგაზრდებს შორის პოზიტიური ურთიერთობის/ნდობის ფორმირება ინოვაციური მეთოდის გამოყენებით;

2. სამართალდამცავი ყოველ 6 თვეში ერთხელ იწყება;

3. “სამართალდამცავი 4” 2021 წლის მაისში დაიწყება;

4. “სამართალდამცავი 4”-ში მონაწილეობის მისაღებად წინასწარ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია საიტზე: www.samartaldamtsavi.games

5. თამაში გუნდურია, ინდივიდები მასში მონაწილეობას ვერ მიიღებენ;

6. თამაშში მონაწილეობს გუნდები, რომლებიც შედგება მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 წევრისგან;

7. სურვილისამებრ გუნდებს თამაშში მასწავლებელისა და სამართალდამცავის დამატება შეუძლიათ, რაც მათ დამატებითი ვარსკვლავების დაგროვებაში ეხმარებათ;

8. თამაშის ხანგრძლივობაა 30 დღე;

9. მონაწილეები აგროვებენ ვარსკვლავებს. ყველაზე მეტი ვარსკვლავის მფლობელი გუნდი ხდება გამარჯვებული;

10. გამარჯვებული გუნდი მიიღებს პრიზს – 300 ლარს;

11. დამატებითი ვარსკვლავების მიღება გუნდს შეუძლია ბონუს დავალების შესრულებით.ბონუს დავალებები წარმოადგენენ ნებაყოფლობით შესასრულებელ, კრეატიულ დავალებებს.

12. არ გამოტოვოთ სიახლეები და დაგვალაიქეთ Facebook გვერდზე: პროექტი “სამართალდამცავი”.